ახალი ამბები
ფაროსანას გავრცელებისთვის ყველაზე აქტუალური თვე ივლისია, ვურჩევთ ფერმერებს, შეწამლონ ბაღები - თხილის მწარმოებელთა ასოციაცია
2024 წელი თხილის სექტორისთვის, სავარაუდოდ, წარმატებული იქნება. შარშანდელთან შედარებით, ნავარაუდევია 30%-ით მეტი მოსავლის აღება, რომელიც დაახლოებით, 50 ტონას მიაღწევს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" "თხილის მწარმოებელთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა გიორგი თოდუამ უთხრა.

ფასებთან დაკავშირებით ის აღნიშნავს, რომ როგორც ყოველთვის, 2024 წელსაც, ეს ხარისხზე იქნება დამოკიდებული, თუმცა როგორც თვითონ გვეუბნება ე.წ მშრალი თხილის საშუალო ფასი შესაძლებელია, 7-9 ლარი იყოს.

მისივე თქმით, აზიური ფაროსანას გავრცელება ისევ გამოწვევად რჩება.

"მავნებლების იმდენი პოპულაცია არ არის, რაც წინა წლებში იყო, თუმცა, რასაკვირველია, კვლავ სახიფათოა. ფერმერებმა მოსავლის აღებამდე ერთხელ მაინც უნდა შეწამლონ პლანტაცია ფაროსანას წინააღმდეგ. კვერცხებიდან ახლად გაჩენილი ბაღლინჯოები ძალიან სახიფათოა და რამდენიმე ცალიც კი საკმარისია ერთი ჰექტრის დასაზიანებლად. მისი გავრცელებისთვის ყველაზე აქტუალური თვე ივლისია, მოსავლის აღებამდე. შესაძლებელია, შესაწამლი პრეპარატების უფასოდ შეძენა ბარათების მეშვეობით და არ უნდა დავიზაროთ. არ არის აუცილებელი ვიზუალურად ძალიან დიდი რაოდენობის ფაროსანა შემოცვივდეს თხილის ბაღში, მოსავლის დასაზიანებლად ათი ან ოციც საკმარისია. გარდა ამისა, არსებობს თხილისთვის დამახასიათებელი დაავადებები, მათ შორის სოკოვანი და ამიტომ, უმჯობესია, გაითვალისწინონ რჩევა", - ამბობს ის.

სხვა სახის მავნებლებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ თხილნარში პეპლების აღმოჩენის რამდენიმე ფაქტი არსებობს, მაგრამ მისივე თქმით, მათი გავრცელების ძალიან მცირე შანსია, მათთან ბრძოლა კი გაცილებით მარტივია.

რაც შეეხება პროდუქტის ექსპორტს, რესპონდენტის განმარტებით, 2024 წელი თხილის ქვეყნის გარეთ გასაყიდად წარმატებული იქნება, რადგან მოსავლის მეტი რაოდენობა და ფასის სტაბილურობა ხელს შეუწყობს მის ექსპორტირებას.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.