ახალი ამბები
ცადნრიფშში ჩასული საქართველოს მოქალაქე აფხაზეთიდან რუსეთში „გაადეპორტეს“ - მედია

ცოტა ხნის წინ აფხაზური ტელეგრამ არხები იტყობინებოდნენ სკანდალის შესახებ, რომელიც ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენის ერასტი ბუკიას დაბა განთიადში (ცანდრიფში) ჩასვლას მოჰყვა.


„აფხაზეთის პორტალი“ 5 აგვისტოს წერდა, რომ ის დაკრძალვაზე დასწრებას და უკან დაბრუნებას გეგმავდა. აქვე მითითებული იყო, რომ ბუკიას ორმაგი, საქართველო - რუსეთის მოქალაქეობა აქვს. შეტყობინებაში აღნიშნული იყო, რომ დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურს ბუკია წარუდგინეს, როგორც „სერიოზული კავშირების მქონე“ რუსი ბიზნესმენი, რომელიც, „აფხაზეთის ერთ-ერთ სამინისტროში მუშაობდა“.

ამავე ცნობით, „სასაზღვრო“ სამსახურმა ერასტი ბუკიას შესახებ მონაცემები „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს“ გადასცა, მათი გადამოწმების შემდეგ კი გაირკვა, რომ მამაკაცი აფხაზეთში დაიბადა, გაგრის რაიონი 1992 წლის შემოდგომაზე დატოვა და „არ მიუღია მონაწილეობა აფხაზეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში“.

დე ფაქტო სუს - მა ბუკიაზე ოკუპირებულ აფხაზეთში შესვლის ნებართვა გასცა, თუმცა, დაკრძალვის შემდეგ ბუკია ჩავიდა დაბა ცანდრიფშში და მოინახულა სახლი, რომელშიც ომამდე ცხოვრობდა. აქ მან საჯაროდ განაცხადა, რომ „აუცილებლად დაბრუნდება საცხოვრებლად აფხაზეთში”, და რომ ”არ არსებობს ცალკე აფხაზეთი – არსებობს მხოლოდ ერთიანი საქართველო”.  

"სანამ ცანდრიფშის მცხოვრებლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რეკავდნენ, მას მოაკითხეს ავტომანქანით და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

„აფხაზეთის პორტალი“, დე ფაქტო სუს - ის წყაროზე დაყრდნობით, წერდა, რომ უწყებას ბუკიას აფხაზეთში შეშვების თხოვნით, „უშიშროების საბჭოს მდივნის“ სერგეი შამბას ვაჟმა, მოსკოვში „აფხაზეთის სავაჭრო პალატის“ წარმომადგენლის მოადგილემ, ორჰან შამბამ მიმართა.“ დე ფაქტო სუს - ი ორჰან შამბას დაუკავშირდა და სწორედ მან მიიყვანა ბუკია დაკითხვაზე რის შემდეგაც, ის „გაადეპორტეს“ რუსეთში, მის ოჯახს კი „აფხაზეთში შესვლა აეკრძალა“.

„ეხო კავკაზას“ თანახმად, ორჰან შამბას, მომხდართან დაკავშირებით, კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, უკმაყოფილება და მასთან შეხვედრის სურვილი აფხაზმა ვეტერანებმა გამოთქვეს და ამ საკითხს აქტიურად განიხილავენ სოციალური ქსლების აფხაზურ სეგმენტში.  „აფხაზური პორტალის“ პუბლიკაციიდან ერთ დღეში, „უშიშროების საბჭოს“ მდივანი სერგეი შამბა თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ის მესამედ დაინიშნა „საგარეო საქმეთა მინისტრად“.



 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
15 / მაისი 2025
თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ზუგდიდელი ახალგაზრდები ემსხვერპლნენ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, 18 მაისს ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები არ გაიმართება.
15 / მაისი 2025
თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომობილის მტკვარში გადავარდნის საქმეზე საქართველოს პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
15 / მაისი 2025
ძველ სამეგრელოში არსებობდა ,,მახარეს“ (მახარობლის) ერთ-ერთი დაფასებული სოციალური ინსტიტუტი. დღევანდელ გადაცემაში საუბარია რა თვისებებით გამოირჩეოდა ,,მახარე “ და რა იყო მისი ძირითადი ფუნქცია და მოვალეობა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.