ახალი ამბები
სამეგრელო ზემო-სვანეთში მოსახლეობის 58.6%-ს კომპიუტერი არ აქვს, 14.1% კი არ ფლობს ინტერნეტს - სტატისტიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის "შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2024 წლის გამოკვლევის" მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთში მოსახლეობის 85.9 პროცენტი უზრუნველყოფილია ინტერნეტით, 14.1%-ს კი მასზე წვდომა არ აქვს.

კვლევის თანახმად, 15 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებში ძირითადად ინტერნეტის გამოყენების მიზნებს წარმოადგენდა: ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი (94.7%), სოციალური ქსელების გამოყენება (94.6%), ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (50.4%), ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (47.2%), ონლაინ ახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (46.6%), საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (43.1%), ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (37.9%), პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა (15.5%) და სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (11.8%).

რაც შეეხება კომპიუტერით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილს, რეგიონში შესაბამისი ტექნიკა მოსახლეობის მხოლოდ 41.4%-ს აქვს, 58.6% კი კომპიუტერს არ ფლობს.

საქსტატის ცნობით, წელს ქვეყნის მოსახლეობის მიერ ინტერნეტის გამოყენების მაჩვენებელი 91.5%, ხოლო კომპიუტერით სარგებლობის წილი - 57.6%-ია.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.