ახალი ამბები
სოხუმი მოსკოვის მოთხოვნით კიდევ ერთი "შეთანხმების" დამტკიცებას გეგმავს
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტს რატიფიცირებისთვის გადაეგზავნა „რუსულ - აფხაზური შეთანხმება“ „რუსული იურიდიული პირების მიერ საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ“ .
ინფორმაციისთვის, 1 სექტემბრიდან მოსკოვმა შეაჩერა ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტის დაფინანსება, მათ შორის, ამ დოკუმენტის დამტკიცების მოთხოვნით.

ე.წ. პარლამენტის მიერ უკვე რატიფიცირებულია კიდევ ერთი შეთანხმება: „ეკონომიკურ საკითხებში სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ“.

„ეხო კავკაზას“ თანახმად, აფხაზური ოპოზიციური ძალების ნაწილი საინვესტიციო პროექტების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას ეწინააღმდეგება. დე ფაქტო ხელისუფლების ოპონენტებმა განაცხადეს, რომ დოკუმენტი მისი ამჟამინდელი ვერსიით „არ შეესაბამება აფხაზეთის ინტერესებს“ და შეიცავს „სერიოზულ ეკონომიკურ რისკებს“.

„პირველ რიგში, ეს შეთანხმება გათვლილია უცხოელი ოლიგარქების 25 წლის ვადით გადასახადებისგან გათავისუფლებაზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეღავათები ამოქმედდება 2 მილიარდი რუბლის ან მეტი ინვესტიციის შემთხვევაში. რისთვის გვჭირდება ისეთი საინვესტიციო პროექტები, რომლებიც მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, ბიუჯეტს ერთი კაპიკითაც ვერ შეავსებს ?!“ - აღნიშნა „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ ლიდერმა ადგურ არძინბამ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე.

დე ფაქტო პარლამენტი, სავარაუდოდ, 7 ოქტომბრის სხდომაზე განიხილავს აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირების საკითხს. 




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.