ახალი ამბები
მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის ფაქტებზე შსს-ს ჯერ რეაგირება არ მოუხდენია - ანა წითლიძე
პარლამენტის დეპუტატის და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის თქმით, ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის ფაქტებზე შსს-ს ჯერ-ჯერობით რეაგირება არ მოუხდენია.

რადიო "ათინათთან" ის ამბობს, რომ აღნიშნული სამართალდარღვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თითქმის ყველა უბანზე მოხდა.

"პირადობის ჩამორთმევის შემთხვევები მოხდა ზუგდიდში თითქმის ყველგან, მაღალი და დაბალი ზონის სოფლებში", - განმარტავს პოლიტიკოსი.

გარდა ამისა, წითლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებას" არ უშველა პირადობის მოწმობების ჩამორთმევის სქემამ და გადაწყვიტა, დახმარება სთხოვოს "კანონიერ ქურდებს".

"მათ აქვთ ორი დავალება, პირველი: დააშინონ ადგილობრივი მოსახლეობა, რომ ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა არ მივიდეს არჩევნებზე და მეორე: მონაწილეობა მიიღონ პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში იმ ამომრჩევლებზე, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილი", - აცხადებს ის.

წითლიძის თქმით, ის არსებულ მტკიცებულებებს საერთაშორისო ორგანიზაციებს გადასცემს.

ცნობისთვის, მან გუშინ აღნიშნა, რომ "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიპოვა ფაქტები, როგორ ავალებს ენგურჰესის დირექტორი დევნილებს პირადობის მოწმობების ჩაბარებას და როგორ აწარმოებს მოლაპარაკებას ოკუპანტებთან, ენგურის ხიდის ჩაკეტვის თაობაზე. აღნიშნული ბრალდებები უარყვეს "ენგურჰესში" და მას სიცრუე, დეზინფორმაცია უწოდეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.