ახალი ამბები
აბა ულა ევროპაშა - აქცია ჩხოროწყუში (ფოტო)
ჩხოროწყუში მოქალაქეების ნაწილი ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას მეორე დღეა აპროტესტებს. ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ნაბიჯი საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივისთვის საფრთხეს შეიცავს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ხელისუფლებას ევროატლანტიკური კურსის მტკიცე ხელშეწყობაზე მიუთითებს.

"ჩხოროწყუ მხნედ არის. როდესაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მომენტი დგება, ჩვენ ვდებთ ყოველგვარ პარტიულ იდეოლოგიას გვერდზე და ქვეყნის ინტერესებისთვის ვვერთიანდებით. დღევანდელი აქციაც, ცხადია, ამის გამოხატულება იყო. ერთად იდგა ყველა ოპოზიციური პარტია, სამოქალაქო აქტივისტები, რიგითი მოქალაქეები და ყველა მათგანი იდგა იქ მთავარი იდეის გარშემო, საქართველოს ევროპული მომავლის იდეის ირგვლივ იყვნენ გაერთიანებული. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გავითავისოთ, არ აქვს პარტიას და იდეოლოგიურ განსხვავებას მნიშვნელობა. ჩვენი მთავარი იდეოლოგიაა, რასაც თაობები შეეწირა. სწორედ ევროპული იდენტობა და ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნა იყო მთავარი. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ყველაფერი დაგვაკარგვინოს. არ მგონია, რომ ქართული საზოგადოება ამას შეეგუება. მით უფრო, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევაა", - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე ჩხოროწყუდან, ოთო შენგელია.

მისივე განმარტებით, ქვეყნის განათლების სისტემისთვის მნიშვნელოვანი გაცვლითი პროგრამები, სწორედ ამერიკული და დასავლური ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის მაღალი ხარისხის განათლების მიღებასაც.

"წელიწადი არ გადის, "ფლექსის" პროგრამით, ჩხოროწყუდან მინიმუმ ერთი მოსწავლე არ წავიდეს ამერიკაში, ასევე, სტუდენტები ერაზმუსის პროგრამით ევროპაში. რა თქმა, უნდა ვერცერთი მათგანი ამერიკული და ევროპული ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ვერ მიიღებდა ამ ხარისხის განათლებას. საქართველოში არავის სურს ავტოკრატია. საქართველოში ყოველი თაობა თავისუფლებისთვის იბრძოდა და არც ჩვენი თაობა იქნება გამონაკლისი. რუსულ ჩექმას და მონობას არ შევეგუებით", - დასძენს იგი.

კიდევ ერთი ჩხოროწყუელი, თეონა ახალაია რადიო "ათინათთან" ამბობს, რომ აქციას შეუერთდა ქვეყნის რუსიფიკაციისგან გათავისუფლების მიზნით, რადგან დღეს ევროპული მომავალი გადასარჩენია.

"საქართველოში მიმდინარე ამ ცუდი მოვლენების გამო, იმ ჩხოროწყუელებმა, ვინც ვერ ვახერხებთ ჯერჯერობით თბილისში ჩასვლას, საჭიროდ ჩათვალეთ, ჩვენს ქალაქში გამოგვეხატა ერთიანი პოზიცია. ვნახე რომ დაანონსდა აქცია, გამიხარდა, მეც სიხარულით შევუერთდი და ასე გავერთიანდით და ხვალინდელი ბრძოლის სტიმული მივეცით ერთმანეთს. ჩვენი ქვეყანა გადასარჩენია რუსიფიკაციისაგან და აქ თითოეულმა მოქალაქემ თავისი აზრი უნდა დააფიქსიროს და თანადგომა უნდა გამოხატოს ღირსეული მოქალაქეების მიმართ, ვინც იბრძვის ევროპული და უკეთესი საქართველოსთვის".

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები იმართება. დღეს, ზუგდიდში მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ შეიკრიბნენ. მათ ასევე მსვლელობით მოიარეს ქალაქის ქუჩები. მათი თქმით, დღეს საქართველოს ევროპული მომავლის ბედი წყდება და მნიშვნელოვანია, ყველამ დაიცვას ქვეყნის ისტორიული არჩევანი.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / დეკემბერი 2024
ასოციაცია „ათინათი“ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება:
02 / დეკემბერი 2024
ზუგდიდის მე-4 სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეების ნაწილი დღეს სკოლის ეზოში შეიკრიბა. მათ გამოფენილი ჰქონდათ ევროკავშირის დროშები და ხელში ეჭირათ პროევროპული შინაარსის პლაკატები.
02 / დეკემბერი 2024
წალენჯიხის რაიონის ქალაქ ჯვარის მელიტონ ქანთარიას სახელობის N3 საჯარო სკოლის მე-10, მე -11 და მე - 12 კლასის მოსწავლეები სოლიდარობას უცხადებენ პროეტსტის მონაწილეებს და უარს ამბობებენ სკოლაში გამოცხადებაზე.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.