ახალი ამბები
ჩვენი თეატრი მკაცრად გმობს ძალადობას მოქალაქეების მიმართ - ზუგდიდის თეატრის განცხადება
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ თეატრი მკაცრად გმობს პროტესტის მონაწილეების მიმართ ძალადობას.

"ჩვენი თეატრი მკაცრად გმობს ძალადობას მოქალაქეების მიმართ. სოლიდარობას ვუცხადებთ უკანონოდ დაკავებულ კოლეგებს და თანამემამულეებს.

ჩვენი სურვილია,რომ ჩვენი ხმა დარჩეს ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და სამართლიანობის სასარგებლოდ.

ჩვენი თეატრი მუდამ მხარს დაუჭერს დემოკრატიულ პრინციპებსა და ადამიანის უფლებების დაცვას.
საქართველო ევროპაა! არა რუსეთს", - ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ზუგდიდში, უწყვეტი პროტესტის მე-11 დღეს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წინ, 17:00 საათზე მოქალაქეები კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის 2028 წლამდე შეჩერებას.

მოქალაქეების ნაწილი უკვე მე-11 დღეა, ხალხმრავალ დემონსტრაციებს მართავს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. მათი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასა და კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევას ეხება, რომელიც ხელისუფლებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ყველა ზომის მიღებას ავალდებულებს. თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპულ აქციას მერამდენე დღეა, ძალის გამოყენებით შლის. პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, სპეცრაზმმა ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე. დაშავებულებს შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და პოლიტიკოსები.

7 დეკემბერს, ტელეკომპანია "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს. დაშავებულია ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.