ახალი ამბები
აფხაზეთში ინტერნეტი გაითიშება და სწავლა შეჩერდება - სოხუმში ენერგოკრიზისზე საუბრობენ
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, 10 დეკემბერს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, ინტერნეტი გაითიშება. შესაბამისი თხოვნით ინტერნეტ - პროვაიდერებს ოკუპირებული აფხაზეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის შტაბმა მიმართა.

"აფსნიპრესის" თანახმად, ენერგეტიკის სექტორში შექმნილი მძიმე ვითარების გამო, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის “ხელისუფლებამ” 11 - დან 17 დეკემბრის ჩათვლით, სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბადრა გუნბას მიერ გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

ჯანდაცვის „მინისტრმა“ ედუარდ ბუტბამ განაცხადა, რომ სამედიცინო დაწესებულებებში გენერატორები გამართულად განაგრძობენ მუშაობას, თუმცა მათი რესურსები შეზღუდულია. მისი თქმით, "მეტი მოცულობა უნდა იყოს რეზერვირებული საავადმყოფოების ინტენსიური თერაპიის განყოფილებებისთვის".

დე ფაქტო მთავრობის მეთაურის ვალერი ბგანბას თქმით, „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის დონე კრიტიკულ ზღვარზე რჩება. ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს, თუ სოხუმი რუსულ ელექტროენერგიაში კომერციულ ფასს ვერ გადაიხდის.

ფინანსთა "მინისტრმა" ვლადიმერ დელბამ  აღნიშნა, რომ „ვითარება ხელფასების გადახდასთან დაკავშირებით რთულია, მაგრამ კონტროლირებადი“.

უფრო ადრე, კომპანია "ჩერნომორენერგომ" გაავრცელა ინფორმაცია, ელექტროენერგიაზე დაწესებული გრაფიკის გამკაცრების შესახებ. 

შეგახსენებთ, რომ აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას გადადგომის და „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ჩაგდების შემდეგ, შემდეგ რუსეთმა თითქმის სრულად შეაჩერა ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტის დაფინანსება.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.