ახალი ამბები
დე-ფაქტო შსს: სროლაში ეჭვმიტანილია დეპუტატი ადგურ ხარაზია
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა რობერტ კიუტმა განაცხადა, რომ ე.წ პარლამენტში სროლაში ეჭვმიტანილია დეპუტატი ადგურ ხარაზია.

მისივე თქმით, ხარაზია შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„პარლამენტის წევრი ვახტანგ გოლანძია მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, კან კვარჩია რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - დააზუსტა კიუტმა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის შენობაში სროლა მოხდა, რის შედეგადაც ერთი მათგანი ვახტანგ გოლანძია მოკლეს, ხოლო მეორე კან კვარჩია დაჭრეს. АМРА-life-ის თანახმად, ე.წ პარლამენტში სხდომის მსვლელობისას ადგურ ხარაზია და კან კვარჩია სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რა დროსაც ხარაზიამ ამოიღო იარაღი და ისროლა კან კვარჩიას მიმართულებით, დაღუპული ვახტანგ გოლანძია კი მათ გაშველებას ცდილობდა.


ამავე თემაზე:

სროლა სოხუმში - აფხაზი „დეპუტატი“ ვახტანგ გოლანძია მოკლულია, კან კვარჩია დაჭრილი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.