ახალი ამბები
1 იანვრიდან აფხაზეთში გარკვეული კატეგორიის საქონლის იმპორტზე საბაჟო გადასახადი გაიზარდა - სოხუმი
2025 წლის 1 იანვრიდან აფხაზეთის დე ფქტო რესპუბლიკაში გარკვეული კატეგორიის საქონლის „იმპორტზე“ საბაჟო გადასახადი გაიზარდა.
ტელეგრამის არხის RESPUBLICA - ს თანახმად, აფხაზ მეწარმეები უკვე დადგნენ იმ ფაქტის წინაშე, რომ „საზღვარზე“ საბაჟო გადასახადები ახალი ტარიფებით იანგარიშება.

ამავე ინფორმაციით, გადასახადების გაზრდა დე ფაქტო მთავრობის 2024 წლის 31 მაისის დადგენილებით დამტკიცდა.

ამასთან, რიგ სასაქონლო პროდუქტებზე ტარიფის განაკვეთები ორჯერ, ზოგიერთ შემთხვევაში კი სამჯერ გაიზარდა.

ტელეგრამის არხი წერს, რომ აღნიშნულმა ცვლილებებმა მოსახლეობაში შეშფოთება გამოიწვია, ვინაიდან „საბაჟო გადასახადის ზრდა აუცილებლად გამოიწვევს იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდას, რაც განსაკუთრებით მძიმედ დააზარალებს რიგით მომხმარებელს“.

„აფნსიპრესის“ ცნობით, მოსკოვსა და სოხუმს შორის 2014 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული „ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ხელშეკრულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „აფხაზეთმა აიღო ვალდებულება მოახდინოს საბაჟო სფეროში კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საქართველოს აქტებთან. ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU) და რუსეთის ფედერაცია შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან არაუგვიანეს 3 წლისა“
აქვე აღნიშნულია, რომ ჰარმონიზაციის პროგრამის განხორციელება 2021 წელს დაიწყო და ის ასევე მოიცავდა მთელ რიგ აქტივობებს საბაჟო სფეროში. მათ შორს, „საბაჟო კოდექსის შემუშავებას, საბაჟო სატარიფო პოლიტიკის ცვლილებებს და ა.შ.“

ამასთან ხაზგასმულია, რომ შეთანხმების შესაბამისად, რუსეთში წარმოებული საქონლის ოკუპირბეულ აფხაზეთში შემოტანისას, წარმოშობის ქვეყნის სერტიფიკატის (CT-1) წარდგენისას საბაჟო გადასახადი არ იბეგრება.

ცნობისთვის, 2024 წლის სექტემბერში მოსკოვი და სოხუმი შეთანხმდნენ საქონელზე, რომელიც "უბაჟოდ" შევა რუსეთიდან აფხაზეთში

„აფხაზეთში ექსპორტირებული საქონლის გათავისუფლება დამატებითი საექსპორტო საბაჟო გადასახდელებისგან ჩვენს ქვეყნებს საშუალებას მისცემს გაზარდონ სავაჭრო ბრუნვის მოცულობა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ რუსეთსა და აფხაზეთს შორის საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის გაძლიერებაში“, - განმარტა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა.

აქვე აღნიშნულია, რომ „აფხაზეთი მთლიანად გადავიდა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებაზე“.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
06 / მაისი 2025
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) ქალზე ძალადობის 9 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი იყო.
05 / მაისი 2025
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება ცალმხრივად აღდგენილია.
05 / მაისი 2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, 2025 წლის 1-ელ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) უწყების თანამშრომლებმა სამეგრელოში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 133 პირი შეამოწმეს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.