ახალი ამბები
დადიანების სასახლის ეზოში გაყიდული მიწის ნაკვეთი მუნიციპალიტეტს გადაეცა
ზუგდიდში, გამსახურდიას #1-ში, დადიანების სასახლის ეზოში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც 2020 წელს "ლაზეთი გრუპის" საკუთრებაში გადავიდა, მუნიციპალიტეტს გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაქვეყნა.

მათი თქმით, ზუგდიდის მერიასა და შპს "ლაზეთი გრუპს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და მეპატრონის გადაწყვეტილებით, ყოფილი ამფითეატრის ტერიტორია კვლავ ქალაქის საკუთრებაა.

995 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გასხვისების შესახებ ინფორმაცია 2013 წელს გავრცელდა. როგორც მაშინ გაირკვა, ის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრზე, ლევან ქარდავაზე 2007 წელს გაფორმდა. ეკონომიკის სამინისტრომ უძრავი ქონება 135 ათას დოლარად გაასხვისა. 2013 წელს, ქარდავამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ ტერიტორიის შეძენა, ინვესტიციის ჩადება და იქ სასტუმროს აშენება "ენმ"-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა სთხოვეს, თუმცა, მისივე თქმით, ის თანახმა იყო ტერიტორია გადახდილი თანხის უკან დაბრუნების სანაცვლოდ კვლავ სახელმწიფოსთვის დაებრუნებინა.

მოგვიანებით, ყოფილი "ამფითეატრის" ტერიტორია აუქციონზე მოქალაქე გია უბირიამ შეიძინა. საჯარო რეესტრში ატვირთული დოკუმენტაციის მიხედვით, უძრავი ქონება აუქციონზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაიტანა. მისი საწყისი ფასი კი 482 250 ლარი იყო.

ზუგდიდში, აღნიშნული მიწის ნაკვეთის გასხვისება არაერთხელ გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები ისტორიული ეზოს გაყიდვის საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვდნენ.

ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია

ამავე თემაზე:

დადიანების მუზეუმის მიმდებარედ მიწის ნაკვეთი 413 000 ლარად გაიყიდა

ლევან ქარდავა: მუზეუმის ეზოს მიმდებარედ დადიანების კიევის სასახლის ასლი სასტუმრო უნდა ამეშენებინა

ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოს გაყიდვა გააპროტესტეს (ვიდეო)

დადიანების სასახლის ეზოს გაყიდული ნაწილი კვლავ უფუნქციოდაა

აღსრულების ეროვნული ბიურო დადიანების ეზოში მიწის ნაკვეთის ნაწილს ყიდის

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.