ახალი ამბები
ოჩამჩირეში, რუსული თანადაფინანსებით, რძის ქარხანა აშენდება
ოჩამჩირის რაიონის სოფელ ლაბრაში რძის პროდუქტების მწარმოებელი ქარხანა აშენდება.

საწარმო ამოქმედდება შეღავათიანი დაკრედიტების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სოხუმი მოსკოვის თანადაფინანსებით ახორციელებს, წერს ინტერნერ გამოცემა „აიაირა“. საწარმოს თანამფლობელის ბატალ ძიაპშბას განცხადებით, ქარხნის აღჭურვილობა იტალიაში შეუკვეთეს და მას მარტის ბოლოსთვის ელოდებიან.

მისივე ცნობით, ქარხნის თანამშრომლებს, ერთი წლის განმავლობაში გადაამზადებენ პარმიდან მოწვეული ტექნოლოგები. საწარმოს კიდევ ორ მომავალ თანამშრომელს კი „მოსკოვის ლიანოზოვის რძის კომბინატში გაგზავნიან, საჭირო უნარ-ჩვევების შესაძენად“.

ამავე ინფორმაციით, ქარხნის პროდუქცია (არაჟანი, რძე, კეფირი, იოგურტი) ადგილობრივი ბაზარზე იქნება გათვლილი, ნედლეულს ასევე ადგილობრივი ფერმერებისგან შეიძენენ. ძიაბშბას მტკიცებით, რძის ქარხანა, რომელშიც 70 - მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება, მიმდინარე წლის ივლისში ამუშავდება.

2024 წლის ივლისში, აფხაზურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, „შეღავათიანი დაკრედიტების პროგრამის“ ფარგლებში, ოჩამჩირეში, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობის შესახებ.

2023 წლის ოქტომბერში ყოფილმა "პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ ოჩამჩირის რაიონში რუსული სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზის განთავსება დააანონსა. 

თუმცა იმავე წლის აგვისტოში, ოკუპირებული აფხაზეთის მაშინდელმა „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ სერგეი შამბამ, განაცხადა, რომ ოჩამჩირეში რუსული საზრვაო ფლოტის მუდმივი ბაზის განთავსება არ იგეგმება.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.