ახალი ამბები
აქციის 61-ე დღე - ზუგდიდში პროევროპული პროტესტი გრძელდება (ფოტო)
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარედ პროევროპული საპროტესტო აქციები უკვე 61 დღეა მიმდინარეობს. სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის წარმომადგენლები კვლავ შეიკრიბნენ და გააჟღერეს საერთო სახალხო პროტესტის უმთავრესი მოთხოვნები - გათავისუფლდეს "რეჟიმის" პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ხელახალი, სამართლიანი არჩევნები.

მოქალაქეებს, მსგავსად წინა კვირებისა, ხელში საპროტესტო შინაარსის ტრანსპარანტები, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები უჭირავთ.

აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელებმა სამოქალაქო აქტივისტს, შალვა ესართიას, რომელსაც სახეზე ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღაბი ეკეთა, სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს და განუმარტეს, რომ შეკრება-მანიფესტაციების დროს სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა აკრძალულია.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. ამ დღიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქში პერმანენტული პროევროპული საპროტესტო აქციები იმართება. ზუგდიდში მოქალაქეების ნაწილი 28 ნოემბრიდან აპროტესტებს "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას.

მოქალაქეები კვლავ მიიჩნევენ, რომ რომ საქართველოს ევროპული მომავალი და ევროატლანტიკურ სივრცეში ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია მოსახლეობის უმრავლესობის ისტორიული არჩევანია, ამ გზიდან გადახვევა კი სახელმწიფოს ღალატია. ისინი მიუთითებენ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლზე, რომელიც ხელისუფლებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის გაწევრიანებისთვის ყველა ზომის მიღებას ავალდებულებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.