ახალი ამბები
მივიღეთ ცნობები დემონსტრანტებზე, ადამიანის უფლებადამცველებზე და ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის შესახებ - გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტები
გაეროს ადამიანის უფლებების საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ აქციებზე უკანონოდ დაკავებული პირები უნდა გათავისუფლდეს და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დემონსტრაციების დროს პოლიციის მიერ ძალის გამოყენება გამოიძიონ.

"ჩვენ მივიღეთ ცნობები სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, ასევე უნიფორმის ან საიდენტიფიკაციო ნიშნების არმქონე პირების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული განზრახ ფიზიკური ძალადობის, მუქარის, დაშინებისა და შურისძიების შესახებ საქართველოში", - აცხადებს ექვსი დამოუკიდებელი ექსპერტი.

მათივე განმარტებით, ამ ბრალდებების მასშტაბი, როგორც დემონსტრანტებისთვის, ასევე, შემდგომში დაკავებული პირებისთვის მიყენებული ზიანის სიმძიმე, შესაძლოა, წარმოადგენდეს წამებას და სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან დასჯას.

"მიღებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ეს ინციდენტები შესაძლოა არ ყოფილიყო იზოლირებული და მიანიშნებს მეთაურების პასუხისმგებლობაზე

არსებობს სარწმუნო ცნობები, რომ პოლიციამ გამოიყენა რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და სხვა ქიმიური გამაღიზიანებლები განურჩევლად დემონსტრანტების წინააღმდეგ. ცნობების თანახმად, ასობით ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის უჩვეულოდ მაღალი იყო თავისა და სახის მძიმე დაზიანებების წილი", - დასძენენ ისინი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა მიიღეს "შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომ ბევრ დაკავებულს მიაყენეს შეურაცხყოფა, იყო ფიზიკური ძალადობის ფაქტები, მათ ემუქრებოდნენ გაუპატიურებით ან სხეულის ნაწილების დამტვრევით და უარს ეუბნებოდნენ სამედიცინო დახმარებაზე".

ამ მოვლენების სიმძიმის გათვალისწინებით, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ოფიციალური პირებისგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიების დაწყებას მოელიან, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან იქნება შესაბამისი. მათი თქმით, ყველა უკანონოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს და სამედიცინო დახმარება უნდა მიეწოდოთ მათ, ვინც ამას საჭიროებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.