ახალი ამბები
მოსკოვმა სოხუმს ხელფასებისთვის 72 მილიონი რუბლი გადაურიცხა - მედია
რუსეთმა ოკიპრებულ აფხაზეთს 72 მილიონი რუბლის ოდენობის მეორე ტრანში გადაურიცხა, რაც საჯარო სექტორის თანამშრომლების ხელფასებს მოხმარდება, იუწყება „რია ნოვოსტი“.
„იანვარში რუსეთმა აფხაზეთს უკვე გაუგაზავნა 344 მილიონი რუბლი . მეორე ტრანშის ოდენობა 72 მილიონი რუბლია. ამ თანხებიდან დაიწყო ხელფასების გადახდა ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის სისტემების მუშაკებისთვის. ამ თანხების ხარჯზე განვახორციელეთ საბიუჯეტო ტრანსფერები რაიონებში, მათი მიზნობრივი გამოყენებისთვის“, - განაცხადა ფინანსთა „მინისტრის“ მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმერ დელბამ.

დელბამ „რია ნოვოსტის“ დეკემბრის ბოლოს განუცხადა, 2025 წელს რუსეთის ფინანსური დახმარება დე ფაქტო რესპუბლიკისთვის 5,2 მილიარდ რუბლს შეადგენს.

ცნობისთვის, რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც ე.წ. პარლამენტმა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი ჩაშალა. ამას წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი, რის შედეგადაც, 2024 წლის 19 ნოემბერს, დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია გადადგა თანამდებობიდან.

ვადამდელი "საპრეზიდენტო" არჩევნები დე ფაქტო რესპუბლიკაში 15 თებერვალს გაიმართა, მასში კენჭს 5 კანდიდატი იყრიდა. შედეგების თანახმად, მეორე ტურში, რომელიც 1 მარტს გაიმართება,  „პრეზიდენტობისთვის“ ორი კანდიდატი იბრძოლებს, ასლან ბჟანიას თანაგუნდელი - ბადრა გუნბა და აფხაზი ოპოზიციონერი, ადგურ არძინბა.

ცნობისთვის, მოსკოვში თებერვლის დასაწყისში განაცხადეს, რომ სოხუმთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხს, ისევ დაუბრუნდებიან, თუმცა, ამჯერად, “უზრუნველყოფენ ორმხრივი ინტერესების ბალანსს, მათ შორის აფხაზეთის მოსახლეობისა და ბიზნესისთვის“.

ამის შესახებ რუსეთის ვიცე - პრემიერმა ალექსნდრ ნოვაკმა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდნეტობის“ კანდიდატთან, ბადარა გუნბასთან მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე 7 თებერვალს განაცხადა.

იმავე დღეს, სოხუმის აეროპორტმა მოსკოვიდან პირველი სატესტო რეისი მიიღო.

10 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ სოხუმს ელექტროენერგიის კომერციულ ნაკადს მოსკოვი დაუფინანსებს. 




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.