ახალი ამბები
რუსული ელექტრომატარებელი „ლასტოჩკა“ სოჭიდან სოხუმში ივლის
ელექტრომატარებელი „ლასტოჩკა“ დღეს სოხუმიდან სოჭში ჩავიდა. „აფსნიპრესის“ თანახმად, წინა დღეს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკომ, რომელიც მანამდე ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა, რუსეთის რკინიგზის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა. შეხვედრაზე „რუსულ სირიუსსა და სოხუმს შორის რეგულარული ჩქაროსნული მატარებლის გაშვებასთან დაკავშირებული საკითხები“ განიხილეს.

„ახლა სოჭიდან მიმავალი მატარებელი, რომელიც ტრადიციულად აეროპორტში გაჩერდება, მოგზაურობას გაგრაში კი არ დაასრულებს, არამედ გააგრძელებს სოხუმში, რაც მანძილს 80 კილომეტრით გაზრდის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ დასაბრუნებელ მარშრუტზე ბოლო სადგური სოჭის აეროპორტში იქნებაა. ეს, სავარაუდოდ, მგზავრთა ნაკადის ოპტიმიზაციის გამო ხდება“, - განაცხადა კირიენკომ.

მისივე თქმით, მატარებლის ბილეთის ღირებულება 380 რუბლი იქნება და ახალ მატარებელს, მომავალში, „ლასტოჩკა“ არ ერქმევა.

2024 წლის ოტომბერში აფხაზური მედია წერდა, რომ "ლასტოჩკამ" წარმატებით დაასრულა სატესტო რეისები სოხუმში.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვმა „საპრეზიდენტო“ არჩევნების მეორე ტურამდე, რომელიც 1 მარტს გაიმართება, აფხაზ პოლიტიკოსებთან კონტაქტები გააქტიურა. სადგურში რუსულ ელექტრომატარებელს, „პრეზიდენტობის“ კანდიდატი ბადრა გუნბა დახვდა, რომელსაც რუსეთი ღია უჭერს მხარს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თვითმფრინავი Ил-76 აფხაზეთში სოხუმში ჩაფრინდა. ბორტი მოსკოვში პაციენტების სამედიცინო ევაკუაციას განახორციელებს. ამასთან, რუსი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ "აფხაზეთთან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 1 მაისს დაიწყება". 














Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.