ახალი ამბები
სოხუმი: საპრეზიდენტო“ არჩევნების მეორე ტური იმართება
დღეს, 1 მარტს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში „საპრეზიდენტო“ არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

„პრეზიდენტობისთვის“ ორი კანდიდატი იბრძვის - ბადრა გუნბა,რომელსაც რუსეთი ღიად უჭერს მხარს და აფხაზი ოპოზიციონერი, ადგურ არძინბა.

დილის 8 საათზე 35 საარჩევნო ოლქის 152-ვე საარჩევნო უბანი გაიხსნა, წერს "აფსნიპრესი". 

ამავე ცნობით, ოკუპირებელი აფხაზეთის ფარგლებს გარეთ ორი საარჩევნო უბანი გახსნილია რუსეთში - მოსკოვსა და ჩერქესკში.

დე ფაქტო ცესკო თანახმად, ამომრჩეველთა ძირითად სიაში 134 ათასზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული.

კენჭისყრის მეორე ტური ჩატარებულად ჩაითვლება, თუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ამომრჩეველთა სიებში შეყვანილი მოქალაქეების არანაკლებ 25%.

პირველი ტური, 2025 წლის თებერვალში ჩატარდა. 

გუშინ, რუსეთის საგარეოო უწყების წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას აფხაზეთში, რომელსაც რუსეთს დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს და მოსკოვი მოელის, რომ აფხაზეთში საარჩევნო ციკლის დასრულება, გამოიწვევს რესპუბლიკის სტაბილურობის გაძლიერებას". 

ყოფილი “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 2024 წლის 19 ნოემბერს გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა. 




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.