ახალი ამბები
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ახალი „პრეზიდენტი“ 9 მაისს მოსკოვში მიიწვია
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მიიწვია.
„გულწრფელად მოხარული ვიქნები, გიხილოთ რუსეთის დედაქალაქში ამ ღირსშესანიშნავ დღეს“, - ნათქვამია კრემლის ტელეგრამის არხებზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პუტინის თანახმად, „გამარჯვების დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რუსეთისა და აფხაზეთის ძმური ხალხებისთვის“.

ე.წ. პრეზიდენტის, ბადრა გუნბას, "ინაუგურაციას", რომელიც 2 აპრილს გაიმართა სოხუმში, ე.წ. სამთავრობო კომპლექსის დიდ დარბაზში, ესწრებოდნენ ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ალან გაგლოევი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ერთეულების ხელმძღვანელები, "რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ელჩები", ასევე ვენესუელის და სეპარატისტული დნესტრისპირეთის (მოლდოვა) წარმომადგენლები.

შესავალი სიტყვა წარმოთქვა ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ლაშა აშუბამ. შემდეგ კი გუნბამ დადო ფიცი აფხაზურ ენაზე, რასაც მოჰყვა მისი მოკლე საპროგრამო სიტყვა.

„საპრეზიდნეტო“ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, რომელიც 15 თებერვალს გაიმართა, რუსეთმა გააძლიერა კონტაქტები სოხუმთან და ბადრა გუნბას მხარდაჭერა.

1 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში "საპრეზიდენტო" არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ბადრა გუნბამ გაიმარჯვა, დე ფაქტო ცესკოს მონაცემებით, მან ხმების 54,73%, ხოლო მისმა მეტოქემ, ოპოზიციონერმა ადგურ არძინბამ - 41,54%.

2 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუნბას გამარჯვება მიულოცა.

5 მარტს პუტინმა გუნბა კრემლში მიიღო, ამასთან, აფხაზებისთვის ორმაგი მოქალაქეობის და სხვა საკითხების მოგვარებას დაჰპირდა.

ვადამდელი „საპრეზიდეტო“ არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილი “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 2024 წლის 19 ნოემბერს გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა. პასუხად, მაშინ მოსკოვმა სოხუმს სრულად შეუჩერა დაფინანსება.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / მაისი 2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
02 / მაისი 2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს ვებ გვერდზე ავრცელებს.
02 / მაისი 2025
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, დღის წესრიგის საკითხის - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მეთორმეტე გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.