ახალი ამბები
სოხუმში მოსკოვის ახალმა კურატორმა აფხაზეთის ომის მონაწილე ქართველებს „ნეონაცისტები“ უწოდა
ოკუპირებული აფხაზეთის ახლად არჩეული ე.წ. პრეზიდენტის „ინაუგურაციას“, რომელიც 2 აპრილს გაიმართა, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო ესწრებოდა.

მან ცერემონიაში მონაწილეებს ვლადიმირ პუტინის მისალოცი ტექსტი გააცნო, რომელშიც ნათქვამია, რომ "რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები ვითარდება მეგობრობისა და მოკავშირეობის სულისკვეთებით“ და რომ „რუსეთისა და აფხაზეთის ძმურ ხალხებს საერთო ისტორია აკავშირებთ“.

„ჩვენს საერთო გამარჯვებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დიდ სამამულო ომში აფხაზეთის მრავალეროვანი ხალხის წვლილს. მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნისას, რუსები და აფხაზები პატივს მიაგებენ გამარჯვებულთა გმირულ თაობას“, - ხაზგასმულია პუტინის მისალოც ტექსტში.

ამის შემდეგ, კირიენკომ დამსწრეებს მოკლე სიტყვით მიმართა, რომელშიც რუსები და აფხაზები თავისუფლებისათვის მებრძოლ ძმებად მოიხსენია, ხოლო ქართულ - აფხაზური კონფლიქტის მონაწილე ქართველები კი - ნეონაცისტებად. მისი თქმით, „აფხაზეთსა და რუსეთს აერთიანებთ აფხაზი და რუსი ერების გმირი შვილები, რომლებიც მხარდამხარ იბრძოდნენ და სიცოცხლეს სწირავდნენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას“.

„1992-93 წლებში აფხაზეთი ალბათ პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი იყო, ვინც რეალურად შეეჯახა ნეონაციზმს. ჯერ კიდევ მაშინ ნაცისტური ქვედანაყოფები, რომლებიც ახლა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ, განადგურებას უპირებდნენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას.

რუსეთიდან ჩამოსული მოხალისეები, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე შესწირეს აფხაზეთს, რა თქვმ უნდა, რუსეთის შვილები არიან და ჩვენ ვამაყობთ მათით. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ამაყობთ. ისევე როგორც მრავალეროვნული აფხაზეთის 53 გმირმა თავი გასწირა სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას. ჩვენ გვესმის, რომ აფხაზი ხალხისთვის 53 შვილის სიცოცხლე - ეს ძალიან დიდი დანაკარგია", - თქვა სერგეი კირიენკომ.

"ინაუგურაციის" დასრულების შემდეგ, მან აღნიშნა, რომ რუსეთს ბელარუსთან სამოკავშირეო სახელმწიფოს მშენებლობის ფარგლებში პარტნიორული ურთიერთობების კარგი გამოცდილება დაუგროვდა, რასაც, მისი თქმით, „მოსკოვი აუცილებლად გამოიყენებს აფხაზეთთან დაახლოების, სტრატეგიული პარტნიორობის მშენებლობის პროცესში“.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კირიენკო აფხაზური მიმართულების კურატორად 2025 წლის იანვარში დაინიშნა.

2022 წლიდან "აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის კურატორი" ალექსანდრ ნოვაკი იყო; მანამდე ამ ფუნქციას მარატ ხუსნულინი ასრულებდა.







Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.