20-21 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ ივლის - მერია									
			
		
						
			
			
			
								აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 20-21 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი დილის 08:00- საათიდან, 15 -საათამდე, სასაფლაოების მიმართულებით, მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.
მათივე განმარტებით, მეორე სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან, ავტობუსები გავლენ მაცხოვრისკარის, საჯვარო და საანგუროს სასაფლაოს, ქაფათის სასაფლაოს, ჭითაწყარის I და  II სასაფლაოს მიმართულებით, ხოლო რკინიგზის სადგურიდან - საკონსერვოსა და ინგირის სასაფლაოს მიმართულებით.
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები