სოხუმში სროლა იყო, მოკლულია ერთი ადამიანი. ინფორმაციას მედია კლუბი „Аҧсны.иахьа“ ავრცელებს.
ამავე ცნობით, მკვლელობის შესახებ შეტყობინება ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სოხუმის განყოფილებაში დღეს, 12 საათზე შევიდა.
შემთხვევის ადგილზე მისვლისას, საგამოძიებო ჯგუფმა დაადგინა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს სოხუმში მცხოვრებ გარიკ ავიცბას, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე უკვე მივიდნენ დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კიუტი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დიმიტრი დბარი, ასევე ე.წ. პროკურატურის წარმომადგენლები.
მკვლელობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები, „დანაშულის ყველა გარემოების დასადგენად და მასში მონაწილე პირების დასაკავებლად“, ვკითხულობთ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები