არჩევნები
ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატის ცოლს ბრალი წაუყენეს
პროკურატურამ "ნაციონალური მოძრაობის" მარტვილი-აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატ ზაალ გოროზიას მეუღლეს ბრალი წაუყენა. ოლგა ჩურკანოვას წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 125-ე მუხლით არის აღძრული, რაც ცემას გულისხმობს. ამასთან, მას მარტვილის N65 საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედი წევრის უფლებამოსილება შეუწყდა.

საქმე რამდენიმე კვირის წინ მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარ დაპირისპირებას ეხება. კომისიის თავმჯდომარის, გრიგოლ ბართაიას ინფორმაციით, ჩურკანოვა სხდომაზე ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და შელაპარაკების ნიადაგზე კომისიის დროებით წევრს "ქართული ოცნებიდან" ელგა ცანავას და კომისიის მდივან ნინო დანელიას სცემა.

თავის მხრივ, ჩურკანოვა მიზანმიმართულ პოლიტიკურ პროვოკაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს პროვოკაცია მისი საარჩევნო პროცესებიდან ჩამოშორების მიზნით მოხდა. "მე ვარ ზაალ გოროზიას მეუღლე და სწორედ ამიტომ დაიგეგმა ეს ყველაფერი. ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია", – აღნიშნავს ჩურკანოვა.

მისი ადვოკატის განცხადებით იგი უდანაშაულოა და ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სხეულზე დაზიანებები არა ნინო დანელიას, არამედ თავად ჩურკანოვას აღენიშნება.

წყარო: IPN
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.