არჩევნები
ახალგაზრდული სადამკვირებლო მისია კენჭისყრის მიმდინარეობაზე განცხადებას ავრცელებს
არასამთავრობო ორგანიზაციები „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ” და „ჰელფინგ ჰენდი” კენჭისყრის პროცედურებს ზუგდიდსა და გორში აკვირდებიან. 15 საათზე მათ ამ დროისთვის არსებული მდგომარეობის შესახებ განცხადება გამოაქვეყნეს.

“ზუგდიდის ერთ-ერთ უბანში (65.67.83) დამკვირვებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ამომრჩეველმა ხელმოწერის გარეშე მისცა ხმა და ჩააგდო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში, ამომრჩეველი რამოდენიმე წუთის შემდგომ ისევ დაბრუნდა უბანში და რეგისტრატორმა მისცა უფლება ხელი მოეწერა. რეგისტრატორების მხრიდან არაერთ უბანში დაფიქსირდა პროცედურების არასრულყოფილი შესრულება, რაც მიუთითებს მათ დაბალკვალიფიცურობაზე. უფლებამოსილების არაჯეროვანი შესრულება კი დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების საფუძველია.

ზუგდიდის საარჩევნო უბანში N65.67.18 ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. „ქართული ოცნების“ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია და მუნიციპლიტეტის საკრებულოს წევრი თეიმურაზ მარკოზია მივიდნენ და გარეთ გამოიყვანეს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მიუთითეს, რომ დააბრუნებდნენ თავისი მოვალეობის შესასრულებლად, ამ ყველაფერს მოჰყვა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, რაც აღმოიფხვრა უმოკლეს დროში. მიგვაჩნია, რომ საარჩევნო სუბიექტების მხრიდან არ უნდა ხდებოდეს საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევა და მით უმეტეს, თავიდან უნდა იქნას აცილებული ყოველგვარი დაპირისპირება.

საერთო ჯამში საარჩევნო გარემო უმეტესწილად კვლავ მშვიდია და დარღვევების უმრავლესობა ტექნიკური ხასიათისაა. ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისიის მიერ რამდენიმე საჩივარი დაიწერა, რომელთა უმრავლესობა პროცედურების დარღვევების აღმოფხვრას ან კომისიის შესაბამისი წევრების მიერ უფლებამოსილების არასათანადო შესრულებისათვის პასუხიმსბგებლობის მოთხოვნას ეხება. მნიშვნელოვანია, საარჩევნო ადმინისტრაციებმა ზედმიწევნით დაიცვან პროცედურები და დროული რეაგირება მოახდინონ დარღვევებზე. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვან კანონით დადგენილი მოთხოვნები და თავი აარიდონ ყოველგვარ დაპირისპირებას“, - ნათქვამია ნაცხადებაში.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.