Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/12/1471213_407712089361984_1814051082_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
სტომატოლოგირი კაბინეტების მონიტორინგის შედეგები - კვლევის პრეზენტაცია ზუგდიდში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დღეს, გამგეობის სააქტო დარბაზში სტომატოლოგიური კაბინეტების მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. შეხვედრას იმ სტომატოლოგიური კაბინეტის ექიმები ესწრებოდნენ, რომლებსაც მონიტორინგი ჩაუტარდათ. სტომატოლოგებთან ერთად ანაგარიშის პრეზენტაცია ადგილობრივი თვითმმმართველობის წარმომადგენლებმაც მოისმინეს. როგორც შეხვედრაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ განაცხადა, მონიტორინგი 52 სტომატოლოგიურ კაბინეტს 10 თვის მანძილზე უტარდებოდა. ამსთან, ოდიშარია აცხადებს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ვირუსულმა ინფექციებმა ზუგდიდში საგრძნობლად იმატა. მათ შორის 4-ჯერ გაიზარდა C ჰეპატიტით დაინფიცირების შემთხვევა. ოდიშარიას განმარტებით, პირველი მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ სადეზინფექციო ხსნარს სტომატოლოგური კაბინეტების ნახევარი არ იყენებდა. ბოლო მონიტორინგმა კი, მისივე თქმით, უკეთესი შედეგები აჩვენა და სადიზენფიქციო ხსნარს უკვე სტომატოლოგების 90% იყენებს იყენებ. თუმცა ოდიშარიამ იქვე დასძინა, რომ სადეზინფექციო ხსნარს სწორად გამოყენება, ნაწილობრივ, კვლავ პრობლემად რჩება. რაც შეეხება სტერილიზაციას, ოდიშარიას თქმით ამ კუთხითაც შემაშფოთებელი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მისივე თქმით, სამედიცინო ინსტრუმენტებს, ცხელ სტერილიზაციას სტომატოლოგირი კაბინეტების მხოლოდ 21% უკეთებდა. ხოლო, ავტოკლავირების აპარატს სტომატოლოგების მხოლოდ 9% იყენებს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის კვლევის შედეგად, მონიტორინგის პირველ ეტაპზე სტომატოლოგიური კაბინეტების 30% ონკანი არ გააჩნდა, ხოლო ამჟამამდ ყველა მათგანს აქვს გამდინარე წყალი. ამავე კვლევის თანახმად, სტომატოლოგების 40% არ იკეთებდა ხელთათმანებს და ხელებს არ ბანდა 71%. ხოლო ბოლო მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ ხელთათმანებს უკვე სტომატოლოგების 90% იყენებს და ხელებს უკვე, თითქმის, ყველა სტომატოლოგი იბანს. როგორც შეხვერაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ აღნიშნა, თუ სტომატოლოგიური კააბინეტები მომავალში არ დაიცავენ ყველა საწირო პროცედურას, მოქალაქეების უსფრთხოებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მათი ვინაობა გაჟღერდეს. რაც შეეხება დღეს წარმოდგენილ შედეგებს, ის ზოგადი იყო და კონკრეტული სტომატოლოგიური კაბინეტების მონაცემები არ იყო გასაჯაროებული. ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა სტომატოლოგიური კაბინეტების მონიტორინგისა და ზედამხედველობის უფლება მიმდინარე წელს საკრებულოს განკარგულებით მიიღო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.