რუბრიკები
დევნილებმა ცენტრალური გზის გადაკეტვა სცადეს (ვიდეო)
აქციის მონაწილე დევნილებმა  ზუგდიდის შესასვლელთან აღამაშენებლის ქუჩის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართლადამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ისინი დევნილებს შეპირდნენ, რომ კომპეტენტურ პირებს შეახვედრებდნენ.  აქციის მონაწილეებთან იმყოფებიან „ნაციონალური მოძარობის“ ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლები თეიმურაზ ბასილაია,  სამეგრელო - ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან კონჯარია და პარტიის სხვა წარმომადგენლები. თეიმურაზ ბასილაია მხარდაჭერას უცხადებს დევნილებს. ის მათ მოთხოვნას ობიექტურს უწოდებს, რადგან, მისი თქმით, აქციის მონაწილეებმა  არ იციან, თუ  რა მიზეზით ვერ მიიღეს საცხოვრებელი ფართი თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ახლადაშენებულ კოპრუსებში. სამეგრელო- ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს შენობის წინ დევნილთა აქცია დილიდან მიმდინარეობდა.  დევნილებმა საპროტესტო აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც დღეს, სამმართველოს შენობის ფოიეში გამოკრულ სიებში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ახლადაშენებულ კორპუსებში ბინის მიმღებთა შორის საკუთარი გვარები ვერ აღმოაჩინეს. ამავე თემაზე:  ზუგდიდში დევნილები საპროტესტო აქციას მართავენ   
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.