რუბრიკები
ამერიკის დღეების აღნიშვნა ზუგდიდიდან დაიწყება
2-დან 6 ივნისამდე, ერთი კვირის განმავლობაში, აშშ-ის საელჩო ამერიკულ ხმოვანებას, სანახაობასა და ენერგიას საქართველოს ოთხ ქალაქში ჩაიტანს. ამერიკის დღეები საზოგადოებას ამერიკულ კულტურასა და საქართველოში აშშ-ის მხარდაჭერილ პროგრამებს გააცნობს.  ამერიკის დღეები 2 ივნისს ზუგდიდში დაიწყება და 6 ივნისს თბილისში დასრულდება. 3 და 4 ივნისს ღონისძიება ახალციხესა და გორშიც ჩატარდება. აშშ-ის საელჩო ამერიკის დღეებზე დასასწრებად იწვევს ყველას, ვისაც უყვარს ამერიკული მუსიკა და ახარებს შეერთებული შტატებისა და საქართველოს მეგობრობა. ზუგდიდში ამერიკის დღეებით გათვალისწინებული ღონისძიებების განრიგი ასეთია: 10:00 - ამერიკანისტიკის კონფერენციის გახსნა ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 15:00 - ამერიკის დღეების საინფორმაციო გამოფენის გახსნა იუსტიციის სახლის გვერდით მდებარე პარკში. 18:00 - ამერიკული ბენდის „დეინჯერფლოს“ ცოცხალი კონცერტი იუსტიციის სახლის გვერდით მდებარე პარკში. საინფორმაციო გამოფენაზე სტუმრები მიიღებენ ინფორმაციას აშშ-ის გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების, საკონსულო და საიმიგრაციო მომსახურების, სხვადასხვა გრანტებისა და დახმარების პროგრამების შესახებ, აგრეთვე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მრავალმხრივი მუშაობისა და იმ სხვა პროექტების შესახებ, რომელთაც აშშ-ის მთავრობა საქართველოში ახორციელებს. ამერიკის დღეების მსვლელობისას  სტუმრები მოუსმენენ ამერიკულ მუსიკასა და ნახავენ ქუჩის ცეკვებს ქართველი და ამერიკელი არტისტების შესრულებით. ამერიკის დღეების აღსანიშნავად აშშ-ის საელჩო წარმოგიდგენთ შესანიშნავ, ჰიპ-ჰოპ და როკ-ფიუჟენის ჯგუფს, „დეინჯერფლოს“ ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიდან. ამერიკის დღეებზე დასწრება თავისუფალია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.