რუბრიკები
პროექტის "მიუსაფარი ძაღლიც ადამიანის მეგობარია" პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
დღეს ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამოქალაქო კვლევებისა და მონიტორიგის ცენტრი“ დემოკრატიული ჩართულობის ოფისში პროექტის "მიუსაფარი ძაღლიც ადამიანის მეგობარია" პრეზენტაცია გამართა. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მას ახალგაზრდები, საკრებულოსა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტის მიზანია სამეგრელოს რეგიონში მიუსაფარი ძაღლების პრობლემის აღმოფხვრა, რაც ქალაქ ზუგდიდში მაწანწალა ძაღლებისათვის თავშესაფრის მოწყობას გულისხმობს, რომლითაც სამეგრელოს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტები ისარგებლებენ. თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის პროექტზე აქტიურად მუშაობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის თეონა კუკავას თქმით, რეგიონში არსებული მუნიციპალიტეტები მზად არიან ჩაერთონ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის პროცესში. „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრი“ პროექტს „ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მხარდაჭერითა და „შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (SIDA) დაფინანსებით ახორციელებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.