ახალი ამბები
ზუგდიდის მერი: ხელფასის მესამედს კორონავირუსით დაზარალებულთა ფონდში გადავრიცხავთ
გეგა შენგელიას ინფორმაციით, ზუგდიდის მერიის პოლიტიკური გუნდი მმართველი პარტიის ინიციატივას  უერთდება და ხელფასის მესამედს კორონავირუსით დაზარალებულთა სპეციალურად შექმნილ ფონდში გადარიცხავს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.

„ჩვენი მერიის პოლიტიკური გუნდი ვუერთდებით მმართველი პარტიის ინიციატივას კორონავირუსით დაზარალებულთა ფონდში ჩავრიცხოთ ჩვენი ხელფასის მესამედი. ეს თანხები მოხმარდება ვირუსით მიყენებული ზარალის აღმოფხვრას მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა მიმართულებებით. იქნება ეს სოციალურად დაუცველი მოქალაქეები,  იმ ადამიანების დახმარება ვინც შემოსავალი დაკარგა, თუ სხვადსხვა ეკონომიკური ზიანი რაც მიადგა ქვეყანას კორონავირუსის გამო. ეს არის მნიშვნელოვანი და რთული გამოწვევა და თითოეული მოქალაქე ვალდებულია გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამ მნიშვნელოვან საქმეში“, - თქვა მერმა.

ახალი კორონავირუსით გამოწვეული ვითარების გამო შექმნილ ფონდში, საიტის stopcov.ge მონაცემებით 22 802 383 მილიონი ლარი შეგროვდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
04 / მაისი 2024
დღეს, 4 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მორიგი აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" 17:30 საათზე გაიმართება.
03 / მაისი 2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უკვე 24 საათზე მეტია გრძელდება საძიებო სამუშაოები. მაშველები ადგილობრივებთან ერთად,
03 / მაისი 2024
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.