ახალი ამბები
ზუგდიდში, წერეთლის ქუჩის მოსახლეობას თერმოსკრინინგს უტარებენ
სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები, ზუგდიდში, წერეთლის ქუჩაზე, სადაც კორონავირუსი გუშინ 4 პირს დაუდგინდა, მოსახლეობას თერმოსკრინიგნს უტარებენ. მათი ინფორმაციით, ჯერჯერობით, ტემპერატურა არც ერთ ადგილობრივს არ დაუფიქსირდა. ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას გასვლისგან შეიკავონ თავი და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებას ან 112-ს მიმართონ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ზუგდიდელი  მამაკაცის დედასა და ორ შვილს კორონავირუსი დაუდგინდა, მისი კლასტერის 21 კონტაქტი კარანტინში გადაიყვანეს, მათ შორის 15 არასრულწლოვანია. 

ინფიცირებული პირი ორმხრივი პნევმონიით თბილისში გუშინ გადაიყვანეს. მისი ოჯახის სამი წევრი კი მკურნალობას რუხის კლინიკაში განაგრძობს. მედიკოსების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 42 წლის მამაკაცი, რომელსაც მაღალი სიცხე 9 მაისიდან აღენიშნებოდა, რუხის საავადმყოფოში 14 მაისს გადაიყვანეს. "პისიარ" კვლევის შედეგად მას კორონავირუსი დაუდგინდა. პაციენტი ტრაილერის მძღოლია, რომელიც სომხეთიდან 17 აპრილს დაბრუნდა. 2 კვირიანი თვითიზოლაციის შემდეგ მამაკაცი ქვეყანაში შიდა გადაზიდვებს ახორციელებდა. გუშინვე ინფიცირებულის დედასა და 2 არასრულწლოვან შვილს კოვიდ-19 დაუდასტურდა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / აპრილი 2026
დიდპიჩვანი -სამეგრელოში მარხვის განსაკუთრებული ტრადიცია, რომელიც მხოლოდ საკვებისგან თავშეკავებას არ ნიშნავს.
26 / მარტი 2026
ძველ სამეგრელოში არსებობდა რიტუალი, რომელსაც ხალხი ყველაზე ძლიერ სამართალს უწოდებდა - ხატზე გადაცემა.
19 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველი მეგრელების უძველეს რწმენაზე — ქარის ძალაზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / აპრილი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.