საქართველოს ზოგიერთ კუთხეში საქორწილო სუფრის უფროსს (გამრიგებელს) ეჯიბი წარმოადგენდა, სამეგრელოში ამ ფუნქციას ასრულებდა და დღესაც ასრულებს „დუდკოჩი“ (თავკაცი),რომელსაც ქორწილამდე ერთი კვირით ადრე ოჯახის უფროსი ასახელებს.
ლხინისა თუ ჭირის დროს „სამოხიოში“„დუდკოჩად“, ხშირ შემთხვევაში, ერთი და იგივე პირი გვხვდება, იგი გამოცდილი, ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული ასაკოვანი კაცია და წარმოადგენს „სამოხიოს“ ფაქტობრივ ხელმძღვანელს. „დუდკოჩს“ აბარია მთელი საქორწილო ხარჯი,ხელმძღვანელობს წინასაქორწილო საქმიანობას,უზრუნველყოფს სუფრის მაღალ დონეზე გაწყობასა და მექორწილეთა მომსახურებას. დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი ყველა დაკისრებული მოვალეობა და რიტუალი რომლის შესრულებაც სავალდებულო იყო სამეგრელოში ტრადიციისამებრ.
გადაცემის წამყვანი სოფიო ხუციშვილი და ისტორიკოს - მკვლევარი ლაშა ჯიქია
გადაცემის ,,ოდაბადეშ კინოხონი’’ ინიციატორი და სპონსორია ზუგდიდელი იური ვეკუა
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები