მულტიმედია
როგორ დაიჭირა 80 წლის მეთევზემ გიგანტური ლოქო (ფოტო)
ლოქო, რომელიც ზუგდიდელმა სერგო ყურაშვილმა მდინარე ტეხურაში დაიჭირა, სავარაუდოდ, თხუთმეტი წლისაა. თევზის წონა 62 კილოგრამი, ხოლო სიგრძე მეტრი და 80 სანტიმეტრია. 80 წლის მოყვარულმა მეთევზემ ლოქო ანკესით დაიჭირა, მის ამოყვანაში კი შვილი დაეხმარა.

სერგო ყურაშვილი ამბობს, რომ  ადრე 85 კილოგრამიანი ლოქოც დაუჭერია. როგორც თვითონ ყვება, ამისთვის ანკესზე 60 გრამიან ტყვიას აბამს, რომელსაც ფსკერზე უშვებს, ხოლო სატყუარად თევზს იყენებს. სასურველი ნადავლის მოსაპოვებლად მამა-შვილი მდინარის ნაპირზე ორი დღე იმყოფებოდა.

„მთელი ღამე იქ ვიყავი, პირველ საათზე დავიჭირე დღისით. საათ-ნახევარი ვწვალობდით. ჯერ ვცდილობდი ამოყვანას კარგა ხანი,  მერე მამუკა მეხმარებოდა. ანკესით დავიჭირეთ. 40 წელია, რაც მოყვარული მეთევზე ვარ. დამიჭერია 40, 60 და 85 კილოიანიც კი. პატარებს ვუშვებთ წყალში, რაც შეეხება დიდებს, მდინარეში გაშვებას აზრი არ აქვს - მას მაინც მოკლავენ ბრაკონიერები“, - უთხრა რადიო „ათინათს“ სერგო ყურაშვილმა.

მისი შვილის, მამუკა ყურაშვილის თქმით, მეთევზისთვის დიდი ზომის თევზის ანკესით დაჭერა  ძალიან რთულია.

„რამდენიმე ანკესი მიგვქონდა, რკინაც დასამაგრებლად. ტყვია, რომელიც ანკესს ებმევა უნდა შეიღებოს - ლოქომ მისი სუნი რომ იგრძნოს სატყუარაზე არ მოვა. ერთხელ მქონდა შემთხვევა, რომ ანკესი გამიტეხა. რთულია ამხელა თევზის ჯერ წყალში დამაგრება, შემდეგ კი ამოყვანა. თევზი, რომ სახლში წამოსაღებად მანქანაზე დაგვედო ბევრი ვიწვალეთ“, - ამბობს მამუკა ყურაშვილი.

საბოლოოდ, ტეხურაზე დაჭერილი დიდი ზომის ლოქო სახლში წამოიღეს და აპირებენ, რომ მეზობლებს და ახლობლებს გაუნაწილონ.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
01 / მაისი 2025
კოლხები თუთაშხა დღეს განსაკუთრებულად საკრალურად თვლიდნენ.უძველესი დროიდან ითვლებოდა ორშაბათი ბედნიერ დღედ და ამ დღეს ჰქონდა ცალკე სამლოცველო დღესასწაულიც,რომელსაც ერქვა ,,ოთუთაშხე“,იგივე ,,თუთაშხა ბედინერი“.ბედნიერი მთვარის დღე.ასევე დღემდეა სოფელ ხეთაში ,მიქამგარიოს ეკლესიაში დაცული დღესასწაული, რომელსაც ,,თუთაშხა გითოხვამას“ ან კიდევ ,,მიქამგარიოშ გითოხვამას“უწოდებენ. დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა საუბარი ამ ორ ლოცვაზე და მის მნიშვნელობაზე.
01 / მაისი 2025
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინური კონსორციუმისგან (CCCC) განახლებული წინადადება მიიღეს, რომელიც უნდა შეფასდეს.
01 / მაისი 2025
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა 9 მაისს, მოსკოვში დაგეგმილ გამარჯვების აღლუმს დაესწრება. ამის შესახებ „რუსეთში ფხაზეთის ელჩმა“ ალხას კვიცინიამ "რია ნოვოსტის" განუცხადა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.