ხალხური სიმღერის სიყვარულით - "ოდოიას" მეოთხე თაობა (ფოტო, ვიდეო)
11:52 / 20.04.2019
ქართული ფოლკლორის პატარა შემსრულებლები კვირაში სამჯერ იკრიბებიან. მათ უმრავლესობას ხალხური სიმღერის სიყვარულს მშობლები
პატარაობიდანვე უნერგავენ. ახლა ისინი ანსამბლ "ოდოიას" მეოთხე თაობას წარმოადგენენ.
"3-4 წელია დავდივარ, დედაჩემი მგალობელია, ალბათ მისგან გამომყვა სიმღერის ნიჭი. პატარა რომ ვიყავი, დედა მიმღეროდა ძილის წინ ხალხურ სიმღერებს. ძალიან მომწონს, ვფიქრობ საინტერესოა და ასახავს ქართველი ხალხის ისტორიას, ამიტომ ვსწავლობ. განსაკუთრებულად "ასე ჩონგური" მიყვარს", - ამბობს ანსამბლის ერთ-ერთი წევრი, 13 წლის ალექსი იზორია.
უკვე მეხუთე წელია გუნდს ბუბა სორდია ხელმძღვანელობს. ის ცდილობს პატარა მომღერლებს დიდი ლოტბარის, პოლიკარპე ხუბულავას მიერ დატოვებული ხალხური შემოქმედების მარგალიტები გადასცეს და შეასწავლოს.
"დღესდღეობით თითქოს იმდენად პოპულარული არ არის ქართული ფოლკლორი, გალობა. ბავშვების გამოწვრთნის, არსებობის და ტრადიციის გაგრძელების იდეა მაშინ გაჩნდა, პოლიკარპე ხუბულავა მიწას რომ მივაბარეთ. იმ დღეს მახსოვს მე, დათო დარასელია (ანსამბლი "ოდოია") და დათო ცინცაძე (ანსამბლი "შავნაბადა") პოლიკარპეს "ბედინერას" ვმღეროდით, ცრემლნაყლაპი ხმით ... მაშინ გულწრფელი ფიქრი იყო "არ დარჩები იქ, არ მიეცემი დავიწყებას"... და აი ასე ვცდილობთ", - იხსენებს ბუბა სორდია. რეპეტიციებზე ბავშვები სიმღერის მელოდიასთან ერთად, მის ისტორიას ეცნობიან. ბუბა სორდია ცდილობს, რომ გუნდის წევრებს გემოვნება და საშემსრულებლო მანერა ჩამოუყალიბდეთ, რათა მათ სწორად გადმოსცენ სიმღერის ხასიათი.
"სწავლამდე ძველ ჩანაწერებს უსმენენ, ეს იძლევა საშუალებას, ბავშვმა გაიგოს ის საშემსრულებლო მანერა, რომელიც ახასიათებს ქართულ ფოლკლორს რეგიონების მიხედვით. მეგრელი კაცი ვერ იმღერებს კახურს კახელივით, ჩვენი კილოკავებით, ენით, ხასიათით განვსხვავდებით. ამასთან ერთად, ვცდილობ მხოლოდ მელოდია არ ვასწავლო, არამედ დავანახო, რომ სიმღერა ჩვენი ყოფიერების ნაწილია, რომ ასე ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები- რომ ეს არის ომი, შრომა, დილა, ჭამა, გლოვა - ამ ყველაფრის სიმღერაში ასახვა". გუნდის ყველაზე უმცროსი წევრი 6 -ის, ხოლო უფროსი - 14 წლისაა. 15-მდე მოზარდი ტრადიციულ ქართულ სიმღერას ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში უსასყიდლოდ სწავლობს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები