მულტიმედია
დედის დღე რუსეთის ტყვე შვილის მოლოდინში - დალი ჩხეიძის და მამუკა გაწერელიას ამბავი (ფოტო/ვიდეო)
მეორე წელია, შვილს, მამუკას, დედისთვის 3 მარტი, დედის დღე არ მიულოცია. ამ დღეს დალი ჩხეიძე ომში მყოფი შვილის სატელეფონო ზარს განსაკუთრებულად ელოდა, თუმცა, ზარი არ ყოფილა.

დალი 23 წლის აფხაზეთიდან დევნილი მამუკა გაწერელიას დედაა. მის შვილს რუსეთმა, უფრო რომ დავკონკრეტდეთ, ანექსირებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება 20 თებერვალს გამოაცხადეს, წინა დღეს კი ტყვე დედას დაალაპარაკეს. მანამდე იყო უკრაინაში წასვლის გადაწყვეტილება, შიში და სიამაყე ერთდრულად და დედის განცდები.

„2020 წელს მსახურობდა სენაკის ბატალიონში, 22-ე ბრიგადაში, მერე წავიდა უკრაინაში. ერთ დღესაც მოვიდა სამსახურიდან, ყველანი ტელევიზორს ვუყურებდით, გადიოდა კადრები, როგორ იხოცებოდა ხალხი, ბავშვები და იმ დღეს გვითხრა, რომ გადაწყვიტა წასვლა და დახმარება ამ ხალხის. 16 მარტს იქ იყო. 31 მარტს დაგვირეკა, მარიუპოლში მივდივარო. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავნერვიულდით, რადგან ვიცოდით, რომ ქალაქი ალყაში იყო. მერე დაგვირეკა 12 მაისს, უკვე აქ მძიმე სიტუაციააო. მე კი ვუთხარი. დედა, ტყვედ არ ჩავარდე-მეთქი. არაფრით არ ჩავბარდებიო, მაგრამ რადგანაც პრეზიდენტმა უბრძანა, ვერ გადაუხვია, ალბათ, მაგის ბრძანებას და ჩაბარდნენ ტყვედ. ამის შემდეგ პირველი ზარი იყო 27 სექტემბერს, დაგვირეკა, ოღონდ ძალიან ჩუმად გველაპარაკებოდა... ძალიან ცუდი ხმა ჰქონდა, მივხვდი, რომ რაღაც ვერ ჰქონდა საქმე კარგად. ყველაფერი იციანო ქართველებზე, ასე მითხრა. გაწამეს-მეთქი რომ ვკითხე, ასე მითხრა, ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვსო... ეს იყო და ეს. ამის შემდეგ უკვე დამირეკა 19 თებერვალს და მითხრა, ხვალ გამასამართლებენო, ნუ გეშინიაო, მამშვიდებდა. კიდევ. რუსულად ისე ძალიან კარგად ლაპარაკობდა, მე არ დავიჯერე, რომ ჩემი მამუკა იყო, მაგრამ მერე მკითხა თავის ძმებზე, სახელებით, როგორ არიანო, მერე მამამისი დაელაპარაკა და მიმართვით მივხვდი, რომ ჩემი შვილი იყო. ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ ცდილობდა, რომ მე არ მენერვიულა და მეუბნებოდა, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება და ომი რომ დამთავრდება, გამომიშვებენო“, - იხსენებს მამუკას დედა.
მანამ, სანამ წასვლას გადაწყვეტდა, სენაკის სამხედრო ბაზაში მსახურობდა. დედა იხსენებს, რომ ბავშვობიდან გამოირჩეოდა დაჩაგრულის დახმარების სურვილით, ხშირად ედგა გვერდში მათ, ვისაც ეს განსაკუთრებით სჭირდებოდა, ფიზიკურად და ფინანსურად. დედა ამით ყოველთვის ამაყობდა, თუმცა მამუკას ხასიათის გამო მასზე სულ გამორჩეულად ღელავდა. შუათანა ბიჭი თბილი, მზრუნველი და ყურადღებიანი იყო, ოცნებობდა ფეხბურთელობაზეც, თუმცა, დედა ამბობს, რომ მისი მთავარი საზრუნავი სამშობლოს დაცვა იყო.

„ყველა შვილისგან განსხვავებული თბილი იყო, პატარაც ტკბილია, მაგრამ ეს განსაკუთრებით თბილი იყო. ერთხელ ჩემმა უფროსმა ბიჭმა საჩუქრად ტელეფონი მომიტანა, უთხრა, როგორ დამასწარიო, მე მინდოდა პირველს მომეტანა საჩუქარიო. რაც სამსახური დაიწყო, ხშირად ვერ ვხედავდი, ტელეფონით მილოცავდა. ბევრი ლაპარაკიც არ უყვარდა, უბრალოდ, დამირეკავდა და "გილოცავ დედის დღეს", მეტყოდა. მეორე წელი მთავრდება უკვე, რომ დედის დღე არ მოულოცავს. უფრო პატარა იყო, ფეხბურთელობა იყო მისი ოცნება, მაგრამ რატომღაც სკოლა რომ დაამთავრა, მერე შეცვალა გადაწყვეტილება. რაც მუშაობა დაიწყო, ხელფასი სახლში არ შემოუტანია, ტელევიზორში ნახა სენაკელი ბავშვი, რომელიც ტიროდა, საჭმელი არ მაქვსო. პირველი ხელფასი რომ აიღო, ორი მეგობარი წაიყვანა და იმ ბავშვს მიუტანეს რაღაცები... ეხმარებოდა მეგობრებსაც, უცნობებსაც... თავისი საქართველო უყვარდა, მისი დაცვა უნდოდა. ხედავთ, რა გააკეთა უკრაინისთვის და უფრო მეტს გააკეთებდა საქართველოსთვის. ძალიან მოსწონდა თავისი სამსახური. უნდოდა უფრო მაღალ საფეხურებზე ასულიყო. იქიდან (რუსული ციხიდან. ავტ.) როგორი გამოვა, არ ვიცი, როგორი იქნება, ჯანმრთელობა როგორი ექნება, არ ვიცი, რა გითხრათ. მამუკა წარმომედგინა წარმატებული ჯარისკაცი. მჯეროდა, მისი რომ თავის ოცნებას მიაღწევდა და იმედია, გააგრძელებს თავის ოცნებას და გაჰყვება ამ საქმეს“, - გვეუბნება დალი ჩხეიძე.
დედა მონატრებული შვილის სერთიფიკატებსა და ფოტოებს ტელეფონში და სახლში, ეროვნული დროშის ქვეშ, თაროზე ინახავს. მისი მომავალი სხვაგვარად წარმოედგინა, თუმცა სოხუმიდან დევნილი ქალი, რომელიც თავად სამხედრო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოო, სურვილის მიუხედავად, ვერ გახდა, იმედს არ კარგავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი შვილი აუცილებლად დაუბრუნდება და დედის დღეს ჩვეული ჩახუტებით ისევ მიულოცავს.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ზუგდიდში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვისას სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის როგორც
26 / აპრილი 2024
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.