აფხაზეთის მთავრობის ყოფილი თანამშრომელი "სასიკვდილო შიმშილობის" დაწყებით იმუქრება (ვიდეო)
16:29 / 18.02.2016
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის
წარმომადგენლობის ყოფილი თანამშრომელი
თეონა ქარდავა უწყების ხელმძღვანელობას სამ ძირითად მოთხოვნას
უყენებს. ის ითხოვს, დაისაჯონ ის საჯარო მოხელეები, რომლებსაც
აფხაზური ე.წ მწვანე პასპორტები გააჩნიათ. მისი თქმით, აფხაზეთის
მთავრობაში რამდენიმე ასეთი პირია, მოხდეს უწყების ოპტიპიზაცია და
საგამოცდო პროცესებში ჩართვა.
ქარდავა სამსახურიდან მის გათავისუფლებას პოლიტიკურს უწოდებს.
"უნდობლობას ვუცხადებ მათ და აქედან გამომდინარე, როგორც
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი , ვითხოვ ვიყო კომისიაში,
რომელმაც უწყების ადგილობრივი ხელმძღვანელი უნდა შეარჩიოს. ვფიქრობ,
კონკურსის პირობები მხოლოდ ერთ ადამიანზე - დროებით მოვალეობის
შემსრულებელზე ალექსანდრე ჩიკვაიძეზეა მორგებული", - აცხადებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციის "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის" წევრი
თეონა ქარდავა.
მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ყოფილი საჯარო მოხელე უვადო
და "სასიკვდილო შიმშილობით" იმუქრება.
ყოფილი თანამშრომლის ბრალდებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის
წარმომადგენლობაში უპასუხეს. უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის
შემსრულებლის ალექსანდრე ჩიკვაიძის განცხადებით, ქარდავას
ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და ჩათვალეს, რომ ამ ეტაპზე
ხელშეკრულების გაგრძელების საჭიროება არ იყო. რაც შეეხება პასპორტების
თემას, ჩიკვაიძე ვერ ადასტურებს ,აქვს თუ არა მის რომელიმე
თანამშრომელს ე.წ აფხაზური პასპორტი. ჩიკვაიძის განცხადებით, ქარდავას
კიდევ ერთი მოთხოვნა - საგამოცდო პროცესებში ჩართვა, მის
კომპეტენციაში არ შედის.
"აფხაზური პასპორტების ქონა დანაშაული არის თუ არა, პასუხს ვერ
გაგცემთ, ეს არის ფართო მსჯელობისა და დისკუსიის საკითხი",- აცხადებს
ალექსანდრე ჩიკვაიძე.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები