კოლხიდის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს (ვიდეო)
13:32 / 05.07.2017
სოფელ კოლხიდის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი
ზუგდიდთან დამაკავშირებელი მთავარი საავტომობილო და შიდა საუბნო
გზების რეაბილიტაციის ითხოვენ. მათი თქმით, გზებზე არსებული
მდგომარეობის გამო მოძრაობა თითქმის შეუძლებელია.
,,წლებია ეს პრობლემა არსებობს და ამ დრომდე ხელისუფლების მხრიდან
რეაგირება არ ყოფილა'', - ამბობენ ადგილობრივები.
ადგილზე იმყოფებოდა ზუგდიდის გამგებლის პირველი მოადგილე მამუკა
წოწერია, რომელსაც აქციის მონაწილეებმა საკუთარი მოთხოვნები
გააცნეს.
წოწერიას თქმით, აღნიშნულ გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის
ტენდერი უკვე გამოცხადებულია და სამუშაოები უახლოეს მომავალში
დაიწყება.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები