ახალი ამბები
აფხაზეთიდან დევნილების ნაწილი, ფაქტობრივი მისამართის არქონის გამო, საარჩევნო უფლების გარეშე დარჩა (ფოტო)
აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც ფაქტობრივი მისამართი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ აქვს, აცხადებს, რომ საარჩევნო სიაში არ იძებნება და შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ეძლევა.

რადიო "ათინათს" ერთ-ერთი მოქალაქე უყვება, რომ მისი იურიდიული მისამართი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, თუმცა თვითონ რამდენიმე წელია, ზუგდიდში ცხოვრობს. მისი თქმით, წელს ის სრულწლოვანი გახდა და პირველად უნდა მიეღო არჩევნებში მონაწილეობა.

"დაახლოებით ერთი თვის წინ, ვცადე საკუთარი თავის გადამოწმება. ჩემი დევნილის მოწმობაში ფაქტობრივ მისამართად წერია " სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - მისამართის გარეშე", ამიტომ დავინტერესდი ცესკოს ვებ გვერდზე როგორ იყო მითითებული ჩემი მონაცემები, თუმცა ის არ მოიძებნა. 20-25 დღის წინ, მივედი იუსტიციის სახლში, სადაც მითხრეს, რომ მისამართის გარეშე ვარ და გადამამისამართეს დევნილთა სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოსთან. მათ მითხრეს, რომ უნდა დავრეგისტრირებულიყავი იქ, სადაც ამჟამად ვცხოვრობ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხმის მიცემის უფლება არ მექნებოდა. თუმცა, მე ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ დროებით, ჩემი ნათესავებიც ზუგდიდში არ ცხოვრობენ რომ მათთან დავრეგისტრირდე", - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

მისივე თქმით, მან რამდენჯერმე მიმართა ცესკოს, იუსტიციის სახლს და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, თუმცა პრობლემის გადაჭრის გზას არცერთი მათგანი არ სთავაზობდა.

"ძირითადად ერთმანეთთან მამისამართებდნენ, სრულიად უშედეგოდ. ეს საკითხი უნდა მოგვარდეს. მსგავსი პრობლემა აქვთ ჩემი ოჯახის სხვა წევრებს, ასევე ჩემს მეზობლებს, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ. მათაც არ აქვთ მისამართი ზუგდიდში და ვერ ახერხებენ არჩევნებში ხმის მიცემას. ჩვენც საქართველოს მოქალაქეები ვართ. მე რამდენიმე წელია, ვცხოვრობ აქ, ვმუშაობ და ვიხდი გადასახადებს. არ მესმის, რატომ არ უნდა მქონდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებიდან ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, არჩევნებში მონაწილეობის უფლება. სამწუხარო ფაქტია და კანონმდებლობა ამ მიმართულებით უნდა დაიხვეწოს", - დასძენს ის.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, საზღვარგარეთ მცხოვრები დევნილების ნაწილი ანალოგიური პრობლემის შესახებ საუბრობდა. მათ განაცხადეს, რომ ამომრჩეველთა ერთიან საარჩევნო სიაში ვერ მოხვდნენ. მათი განმარტებით, ისინი რეგისტრირებული არიან საქართველოს საკონსულოებში, აქვთ ქართული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუმცა, იმ მიზეზით, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ფაქტობრივი მისამართი არ აქვთ და რეგისტრაციის ადგილად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აქვთ მითითებული, არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ეზღუდებათ.

სახალხო დამცველის, სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების გამოხმაურების შემდეგ, 5 ოქტომბერს ცესკომ მიიღო დადგენილება და დევნილ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაციის უფლება 7 ოქტომბრის ჩათვლით მისცა.

ამასთან, ცესკოში განმარტავენ, რომ საარჩევნო უფლება უნივერსალური არაა და საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობისთვის კანონით გათვალისწინებულ ნორმებს უნდა აკმაყოფილებდნენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დევნილი მოქალაქე, რომელსაც ფაქტობრივი მისამართი საქართველოს ტერიტორიაზე არ უფიქსირდება და მასზე ინფორმაციას ცესკოს დევნილთა სამინისტრო არ აწვდის, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ვერ მოხვდება.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2025
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
08 / ივლისი 2025
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.