სტატია
ოჯახში ძალადობა
საქართველოში ყოველ მეშვიდე ქალს განუცდია ოჯახში ძალადობა.

ოჯახში ძალადობა არის ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მუდმივი ფორმა მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში. როგორც წესი, ძალადობა ხდება ახლობელ ადამიანებს შორის, შესაბამისად, ის სტაბილურ ხასიათს ატარებს - მსხვერპლი ითმენს ძალადობას ან ზოგავს მოძალადეს, რადგან მოძალადე მისთვის ახლობელი ადამიანია. უფრო ხშირად ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან ქალები. ისინი დიდხანს ითმენენ ძალადობას ქმრის, პარტნიორის, ძმის, მამის მხრიდან - აგრესიის შემდეგ მოძალადეები მშვიდდებიან, ბოდიშსაც კი იხდიან და ქალები ყოველ ჯერზე პატიობენ მათ. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ძალადობა კვლავ მეორდება. ჩვეულებრივ, ოჯახურ ძალადობაზე საუბრისას იგულისხმება ფიზიკური შეურაცხყოფა (ცემა). თუმცა, ეს არ არის ძალადობის ერთადერთი (თუმცა ყველაზე მძიმე) ფორმა.  არანაკლებ მძიმეა შეურაცხყოფის სხვა ფორმები - ფსიქოლოგიური (როდესაც დამნაშავე ფსიქოლოგიურად თრგუნავს მსხვერპლის ნებას), ეკონომიკური (როდესაც მოძალადე მსხვერპლს უკრძალავს სწავლასა და მუშაობას, წაართმევს ხელფასს), სიტყვიერი (შეურაცხყოფს), სექსუალური (აიძულებს სექსუალური ხასიათის ქმედებებს). ცემის კვალის არარსებობა არ გამორიცხავს ძალადობის ფაქტს - ეს შეიძლება იყოს მუდმივი კონტროლი, გადაადგილების შეზღუდვა, სიტყვიერი მუქარა, შანტაჟი, დამცირება (საზოგადოების თვალწინ), შევიწროება და ყოველ ნაბიჯზე თვალთვალი. ასეთ შემთხვევებში დაზარალებულები ვარდებიან დეპრესიაში, კარგავენ სიმშვიდეს, მიდრეკილნი არიან ავადმყოფობისკენ.

ოჯახური ძალადობის პრობლემას ორი ასპექტი აქვს. პირველი არის კანონები და მათი განხორციელების წესი. მეორე არის პოტენციური მსხვერპლის ინფორმირება მათი უფლებების შესახებ.

პირველ ასპექტზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ მიიღო მთელი რიგი საკანონმდებლო ზომები ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად. 1994 წელს ქვეყანა შეუერთდა კონვენციას ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. 2006 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, 2010 წელს - კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ (იგი ეხებოდა არა მხოლოდ ქალებს, არამედ გენდერული იდენტიფიკაციის ყველა ფორმას). პარლამენტმა მიიღო სამოქმედო გეგმა გაეროს რეზოლუციის 1325 -ის შესახებ. 2012 წელს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ოჯახური ძალადობა გახდა კრიმინალური ქმედება - განისაზღვრა ტერმინი „ოჯახური ძალადობა“ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ახლა, კანონის თანახმად, მსხვერპლს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს სასამართლოს ან პოლიციის თანამშრომლის მიერ, რომელიც გამოცხადდა გამოძახების ადგილზე და გამოწერა “შემაკავებელი ორდერი". 2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა "ევროპის საბჭოს კონვენციას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ბრძოლის შესახებ" (ე.წ. სტამბოლის კონვენცია). საქართველოში საკმაოდ აქტიურად მუშაობს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო თავშესაფრების ქსელი.

ეს საკანონმდებლო ცვლილებები არ იყო უშედეგო. ქალები უფრო ხშირად მიმართავენ პოლიციას ძალადობის შესახებ. თუ 2009 წელს ასეთი მიმართვები შეადგენდა 1.5%, 2017 წელს ეს პროცენტი გაიზარდა 18% – მდე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციაში ყოველი მეოთხე ზარი არის ოჯახური  ძალადობის ფაქტზე. 2013 წელს "შემაკავებელი ორდერი" გაიცა 227 -ჯერ, 2015 წელს - 2598, 2019 წელს - 5,521, 2020 წელს - 5,699.[1], [2]ამდენად მზარდი რიცხვები ცხადყოფს, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ უფრო გამბედავნი, რადგან სჯერათ, რომ სახელმწიფო მათ დაეხმარება. თუმცა, როგორც გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზ ვინტონმა სწორად აღნიშნა, დინამიკის მიუხედავად, საზოგადოების უმრავლესობას ჯერ კიდევ სჯერა, რომ "ძალადობა არის ოჯახის შიდა საქმე და არა დანაშაული, რომელიც მოითხოვს პოლიციისა და სახელმწიფოს ჩართულობას".[3] 2018 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში შვიდი ქალიდან ერთს ერთხელ მაინც განუცდია ოჯახში ძალადობა.[4]

* * *

რამდენად კარგად არის ინფორმირებული ოჯახური ძალადობის მსხვერპლი თავისი უფლებების შესახებ? გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქალებმა ან არ იციან, რომ სახელმწიფოს შეუძლია დაიცვას ისინი, ან არ სჯერა ამის. ქალები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო არ მიდიან პოლიციაში, ეძებენ დახმარებას ნათესავებთან - მშობლებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან.

ოჯახური ძალადობის პრობლემის ერთ -ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ქალების ეკონომიკური დამოკიდებულება მამაკაცებზე. თუკი სახელმწიფო გადაწყვეტს ამ საკითხს, ოჯახში ძალადობის დონე საგრძნობლად დაეცემა. ამ მხრივ, საინტერესო პარადოქსია, რომ მშრომელი ცოლები ხშირად განიცდიან ძალადობას უმუშევარი ქმრებისგან, რომლებიც აკონტროლებენ  ყველაფერს, მათ შორის ფინანსებსაც. ასეთ ქალბს თავისუფლად შეუძლიათ ოჯახის რჩენა და შვილების გაზრდა, მაგრამ ისინი ითმენენ აგრესორ ქმარს იმ მოტივით, რომ "არ დაანგრიონ ოჯახი".

მსხვერპლის ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამძაფრებს კონსერვატიული შეხედულება, რომ ქალებს არ აქვთ მემკვიდრეობის უფლება. მაგალითად, აჭარის სოფლებში მემკვიდრეების 80% მამაკაცია. ქალებმა არ იციან, რომ კანონი მათ აძლევს უფლებას, მოითხოვონ მემკვიდრეობა - უფრო მეტიც, მათ მიაჩნიათ, რომ ასეც უნდა იყოს. ამიტომ, ბევრი ვერ ბედავს განქორწინებას - ხშირად მათ უბრალოდ წასასვლელი არ აქვთ.[5]

მართალია, სახელმწიფო, თავის მხრივ, ცდილობს ოჯახური ძალადობის აღმოფხვრას, მაგრამ პრობლემის გადაწყვეტა ნელი ტემპით მიმდინარეობს. მიზეზი ის არის, რომ ოჯახური ძალადობა არის ტრადიციული ღირებულებებით აღზრდილი ოჯახების კულტურის ნაწილი. კონსერვატიული საზოგადოება აიძულებს ქალს, აიტანოს ძალადობა ოჯახის შენარჩუნების მიზნით. ასეთ საზოგადოებაში ოჯახური ძალადობის თემა ტაბუდადებულია და ოჯახური პრობლემების გარეთ გამოტანა შეუძლებელია. თუ რომელიმე ოჯახში არ არის  ძალადობა, თუ იქ სუფევს  მშვიდობა, ურთიერთპატივისცემა და სიყვარული,  ეს ამ  კონკრეტული ოჯახის დამსახურებაა და არა საზოგადოების, კანონის ან პოლიციის. ასეთ ოჯახებში მამაკაცები იზიარებენ თანამედროვე შეხედულებებს; მათთვის ქალების მიმართ ძალადობა მიუღებელია. მაგრამ საზოგადოების დიდ ნაწილში  ჭარბობს სხვა თვალსაზრისი - რომ ძალადობა გამართლებულია გარკვეულ გარემოებებში და რომ მსხვერპლი ზოგადად შეიძლება იყოს "დამნაშავე". კონსერვატიული შეხედულება განსაკუთრებით სტაბილურია რეგიონებში. სოფლის მოსახლეობის 43% -ს მიაჩნია, რომ ძალადობა  ოჯახური შიდა საქმეა (ქალაქში ეს მაჩვენებელი 20% -ს შეადგენს). ქალაქში 7% თვლის, რომ ქალმა უნდა გაუძლოს ძალადობას ოჯახის შესანარჩუნებლად, სოფლად კი 19% [6]  ფიქრობს ასე. ზოგიერთ საეკლესიო პირსაც შეაქვს ამ თვალსაზრისის დომინორებაში წვლილი, ისინი არ გმობენ მოძალადე ქმარს და არწმუნებენ ქალებს, რომ აიტანონ ძალადობა.

რეკომენდაციები და პროგნოზები

ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო სექტორის აქტიურობა და მთავრობის ქმედებები იძლევა გარკვეულ შედეგებს. პროგრესი ჩანს. თუ 2009 წელს ქალების 78% -ს სჯეროდა, რომ ოჯახში ძალადობა შიდა  ოჯახური საქმეა და ძალადობის ფაქტი არ უნდა იქნეს გატანილი  ოჯახის გარეთ,  2017 წელს ასე ფიქრობდა გამოკითხული ქალების 33%.[7] მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს რესურსები უფრო ეფექტურად, დაახლოებით ათი სახელმწიფო სტრუქტურაა ჩართული ოჯახური ძალადობის საქმეში - პოლიცია, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები, სოციალური სააგენტოები. მაგრამ მათ არ გააჩნიათ რესურსი, ბიუჯეტი, ექსპერტიზა და კოორდინაცია ერთმანეთთან. მთავარი ამოცანა - ძალადობის მსხვერპლის დახმარება - ძალიან სუსტია  ყველა ამ ინსტიტუტს შორის. ქალი ხან ერთ სტრუქტურას მიმართავს, ხან მეორეს.  ჩვენ უნდა გავამარტივოთ კომუნიკაცია. მოსახერხებელი იქნება ყველა სერვისის გაერთიანება „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, რათა მსხვერპლი არ დაიტანჯოს იმ სტრუქტურის  ძებნაში, სადაც მას დაიცავენ.  ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ სტრუქტურებში უფრო მეტი ქალი მუშაობდეს. კვლევები აჩვენებს, რომ ძალადობის მსხვერპლები ქალ პოლიციელებს უფრო მეტად ენდობიან, ვიდრე მამაკაცებს. მაგრამ ქალი პოლიციელები მუშაობენ მხოლოდ დიდ ქალაქებში,  ძალადობა კი უფრო ხშირად ხდება რეგიონებში.

მთავარი პრობლემა ის არის, რომ ტრადიციული ოჯახებიდან გამოსულმა ქალებმა არ იციან ის უფლებები, რასაც კანონი მათ აძლევს. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა  მათი ინფორმირება, თუმცა მხოლოდ ქალებთან მუშაობა არ არის საკმარისი. მათ შეიძლება იცოდნენ თავიანთი უფლებები, მაგრამ მათი მიმართულებით მოქნეული მუშტისგან კონსტიტუცია მათ ვერ იცავს.  სახელმწიფომ და საზოგადოებამ ასევე უნდა იმუშაოს მამაკაცებთან.  ეს  პასუხისმგებლობა კი აკისრია ტრადიციულ  საზოგადოებას, რომელიც იჭერს  მამაკაცის მხარეს, რადგან ის არის "ოჯახის უფროსი", რაც იმას ნიშნავს, რომ მას აქვს უპირატესობა ყველაფერზე, მათ შორის ძალადობაზე. ვიდრე საზოგადოებრივ აზრს აყალიბებენ  კონსერვატიულად მოაზროვნე მოქალაქეები, ოჯახური ძალადობის პრობლემა ძნელი მოსაგვარებელი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ოჯახური ძალადობის თემაზე,  რიცხვები ამ საკითხთან მიმართებაში გამამხნევებელია. გამოკითხვების თანახმად, ახალგაზრდებს შორის, ძალადობის უარყოფის პროცენტული მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე ხანდაზმულებში. მაგალითად, 55-64 წლის ასაკის გამოკითხულთა 17% ეთანხმება განცხადებას "ქალმა უნდა გაუძლოს ძალადობას". 15-24 წლის ასაკის გამოკითხულებში კი 6 % ფიქრობს ასე.[8] ეს იმაზე მეტყველებს, რომ სამუშაოები სწორი მიმართულებით მიმდინარეობს - თუმცა ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ, მუშაობა კვლავ უნდა გავაგრძელოთ.


Домашнее насилие

Каждая седьмая женщина в Грузии испытывала насилие в семье


Домашнее насилие– одна из распространенных и устойчивых форм насилия в мире, в.ч. и в Грузии. В основном, оно происходит между близкими людьми, поэтому и носит устойчивый характер – жертва терпит или щадит насильника, так как это близкий человек. Чаще жертвами домашнего насилия становятся женщины.[1] Они терпят насилие со стороны мужа, партнера, брата, отца, на протяжении долгого времени. После вспышки агрессии насильники успокаиваются, даже извиняются и женщины каждый раз прощают их. Однако через какое-то время насилие возобновляется.

Обычно, когда говорят о насилии в семье, подразумевают физическое насилие (избиение). Однако это не единственная (хотя и самая тяжелая) форма насилия. Не менее тяжелые и другие виды – психологическое (когда насильник психологически подавляет волю жертвы), экономическое (запрещает учиться и работать, отбирает зарплату), словесное (оскорбляет), сексуальное (принуждает к действиям сексуального характера). Отсутствие следов побоев не исключает факта насилия – это может быть постоянный контроль, ограничение передвижения, словесные угрозы, шантаж, унижение (в том числе публичное), преследование и слежка за каждым шагом. В таких случаях жертвы подавлены, безвольны, теряют душевное равновесие, подвержены болезням.

В проблеме домашнего насилия заметны два аспекта. Первый – законы и порядок их выполнения. Второй –информирование потенциальных жертв о своих правах.

Говоря о первом аспекте, надо отметить, что Грузия для искоренения домашнего насилия приняла ряд мер на законодательном уровне. В 1994 году страна присоединилась к Конвенции о ликвидации всех форм дискриминации женщин. В 2006 году парламент принял Закон «О пресечении насилия в семье, защите и оказании помощи жертвам семейного насилия», в 2010 году – Закон «О гендерном равноправии»(он касался не только женщин, но и всех форм гендерной идентификации).

В 2011 году парламент принял План действий по Резолюции ООН 1325. В 2012 году в Уголовный кодекс были внесены изменения, согласно которым насилие в семье стало криминальным – было определено понятие «домашнее насилие», соответствующее международным стандартам. Теперь по закону присудить статус жертвы семейного насилия может либо суд, либо полицейский, пришедший на место вызова и выписавший «сдерживающий ордер». В 2014 году Грузия подписала «Конвенцию Совета Европы о предотвращении и борьбе с насилием в отношении женщин и домашним насилием», (т. н. Стамбульская конвенция). В Грузии довольно активно работает сеть государственных приютов для жертв домашнего насилия.

Все эти законодательные изменения не прошли даром. Женщины стали чаще обращаться в полицию по факту насилия. Если в 2009 году таких обращений было 1,5%, то в 2017 году – уже 18%. По данным МВД, каждый четвертый вызов полиции в семью – это реагирование на факт насилия. В 2013 году «сдерживающий ордер» был выписан 227 раз, в 2015 году – 2598,  в 2019 году – 5 521,  в 2020 году – 5 699.  Такой большой рывок может говорить о том, что жертвы стали смелее и стали искать помощи у государства, веря, что оно им поможет. Однако, как верно отметила глава UNDP Луиза Винтон, несмотря на динамику, большая часть общества все еще считает, что «насилие – это внутрисемейное дело, а не преступление, требующее вовлечения полиции и государства».  Согласно исследованию 2018 года,каждая седьмая женщина в Грузии хоть раз испытывала насилие в семье.

* * *

Насколько хорошо жертвы домашнего насилия информированы о своих правах? Опросы показывают, что женщины либо не знают, что государство может их защитить, либо не верят в это. Женщины, которые по разным причинам не обращаются в полицию, ищут помощи у близких – родителей, соседей, друзей.

Один из важных факторов в проблеме домашнего насилия – экономическая зависимость женщин от мужчин. Если государство решит этот вопрос, уровень насилия в семье в разы упадет. В связи с этим интересен парадокс – работающие жены нередко терпят насилие со стороны своих безработных мужей, которые взяли контроль над всем, в том числе, над финансами. Такие жены вполне могут сами содержать семью и растить детей, но терпят мужа-агрессора, «чтобы не развалить семью».

Усугубляет экономическую зависимость жертвы консервативное представление, согласно которому женщины не имеют права на наследство. К примеру, в селах Аджарии 80% наследников –мужчины. Женщины не знают, что закон дает им право претендовать на наследство– более того, они считают, что так и должно быть.Поэтому многие не решаются на развод – часто им просто некуда идти.

Хотя государство со своей стороны прилагает усилия, чтобы искоренить насилие в семье, проблема решается медленно. Причина в том, что домашнее насилие –часть культуры семей, воспитанных на традиционных ценностях. Консервативное общество вынуждает женщину терпеть ради сохранения семьи. В таком обществе тема домашнего насилия табуирована, выносить внутрисемейные проблемы наружу нельзя. Если семья не приемлет насилия, если в ней мир, взаимоуважение и любовь, то это заслуга конкретной семьи, а не общества, закона или полиции. Мужчины в таких семьях разделяют современные взгляды, для них насилие по отношению к женщине недопустимо. Но в мнении общества превалирует другая точка зрения – что насилие при определенных обстоятельствах оправдано и что жертва вообще «сама виновата».Особенно устойчив консервативный взгляд в регионах. 43% жителей деревень считают, что насилие – это внутрисемейное дело (в городе таких – 20%). В городе 7% считают, что женщина должна терпеть насилие ради сохранения семьи, в деревне так думают 19%.[5] Свою лепту вносят и некоторые религиозные деятели. Они не порицают мужей-насильников, а женщин уговаривают терпеть.

Рекомендации и прогнозы


Активность местного и международного НПО-сектора и действия правительства дают результаты. Прогресс заметен. Если в 2009 году 78% женщин считали, что домашнее насилие – это внутрисемейное дело и не надо его выносить за пределы семьи, то в 2017 году так думали 33% опрошенных женщин. Тем не менее, государству следует более эффективно использовать ресурсы.Вопросами домашнего насилия занимается около десяти государственных структур – полиция, министерства здравоохранения, образования, социальные агентства. Но им не хватает ресурсов, бюджета, специалистов и координации между собой. Главная задача – помочь жертве насилия – слишком размывается между всеми этим учреждениями. Женщине приходится обращаться то в одну структуру, то в другую. Надо облегчить коммуникацию. Было бы удобно объединить все службы по принципу «единого окна», чтобы женщина не мучилась в поисках места, где ее защитят.Также важно, чтобы в этих структурах работало больше женщин. Исследования показывают, что жертвы насилия больше доверяют полицейским-женщинам, чем мужчинам. Но полицейские-женщины работают только в больших городах, а насилие чаще происходит в регионах.

Основная проблема в том, что женщины из традиционных семей не знают о правах, которые дает им закон. Значит, надо их информировать.Однако вести работу только с женщинами недостаточно. Они могут знать свои права, но от летящего в твою сторону мужского кулака конституцией не защититься. Надо работать и с мужчинами. А это - уже ответственность традиционного общества, которое становится на сторону мужчины, потому что он «глава семьи», а значит, обладает преимущественными правами на все, в том числе на насилие. До тех пор, пока общественное мнение будут формировать консервативно настроенные граждане, проблема домашнего насилия будет решаться с трудом.

Несмотря на то, что много еще нерешенного по теме домашнего насилия, некоторые цифры обнадеживают. Согласно опросам, среди молодежи процент неприятия насилия выше, чем среди людей старшего возраста. Например, с заявлением «женщина должна терпеть насилие» согласны 17% респондентов в возрасте 55-64 лет, и лишь 6% в возрасте 15-24 лет. Это говорит о том, что работа ведется в правильном направлении – надо не останавливаться, а идти дальше.


Domestic violence

By PaataZakareishvili

Оne in every seven women in Georgia experiences domestic violence


Domestic violence is one of the most widespread and persistent forms of abuse in the world, including in Georgia. As a rule, it involves family members or close relatives and that is why it is so hard to eradicate – victims often choose to keep silent and tolerate the abusive behavior because the abuser is their loved one, a relative or a friend. Anyone can be a victim of domestic violence, but some people – particularly women – are more likely to be targeted. Women can for years tolerate abusive and aggressive conduct of their husbands, partners, brothers, and fathers. After a bout of aggression abusers usually calm down and sometimes even apologize, and women always forgive them. Sooner or later, however, they are abused again.

Domestic violence usually impliesphysical abuse (battering). But there are other – albeit less serious – forms of violence in family too, such as psychological (psychological pressure on a victim by the abuser), economic (preventing a victim from studying or working, taking a victim’s money by force), verbal (insults), and sexual (forced sexual intercourse or rape).Even if a victim does not have any visual signs of assault, it does not mean that she or he does not suffer from violence, which can take different forms, such as pernicious and pervasive control, restrictions on movement, verbal threats and insults, blackmail, degrading treatment (including in public), and daily spying by the abuser. The victims often have depression, anxiety, stress, and health problems as a result.

Two aspects play an important role in dealing with domestic violence. Firstly, it isthe laws and law enforcement. Secondly, it is the need to raise awareness among the victims of the availability of legal mechanisms and protections. Speaking about the first aspect, Georgia has made some steps in recent times to address the problem of domestic violence. In 1994 the country joined the UN Convention on the Elimination of All Forms of Discrimination against Women. In 2006 the parliament adopted a law to address domestic violence and ensure safeguards and assistance for the victims, while in 2010 the lawmakers passed the gender equality law (which aims to ensure the rights of not only women but people of any gender identity). In 2011 the parliament approved an action plan on the UN Resolution 1325. In 2012 the Georgian criminal code was amended to criminalize all forms of domestic violence and the legal definition of the term “domestic violence” was revised to comply with international standards. Under the new law, the status of a victim of domestic violence is decided on the basis of a court warrant or a restraining order issued by the police officer who responds to a family conflict. In 2014 Georgia signed Council of Europe Convention on Preventing and Combating Violence against Women and Domestic Violence (also known as “Istanbul Convention”).A network of state-run emergency shelters is available to domestic violence victims in the country today.

All these measures have borne fruit. Georgian women have been increasingly often seeking police protection against domestic abuse in recent times. In 2017 18% of the complaints received by the police that year were about domestic violence, up from 1.5% in 2009. According to the Georgian interior ministry, one in every four calls to police is about domestic violence. The number of restraining orders has increased from 227 in 2013, to 2,598 in 2015, to 5,521 in 2019 and reached 5,699 in 2020. Such a drastic rise suggests that victims are no longer as afraid to report domestic violence as they were in the past and are more confident about getting help from authorities. In spite of this positive dynamic, however, Luisa Winton, head of the United Nations Development Program (UNDP) in Georgia, points out that a large section of the Georgian society still believes that domestic violence is a private matter that should be settled within family, without involvement of authorities. According to a 2018 study, one in every seven women in Georgia has experienced domestic violence at least once in her life.

How well informed are the victims about their rights and available protection mechanisms? Polls show that most of the women are either unaware or mistrustful of the ability of the state structures to protect them. For various reasons women prefer to seek help from their relatives, neighbors or friends rather than the police. One of the important factors is that women are usually financially dependent on men. The rate of domestic violence may reduce significantly if the government finds ways to address this problem. The paradox is that financially independent women often suffer abuse at the hands of their unemployed partners, who are trying to control their lives, including their incomes. Despite being able to keep home and raise children alone, these women tolerate abusive husbands in order to “save the family”.  The victims’ economic dependence is exacerbated bya long-held conservative view thatwomen should not have the rightto inherit property.Adjaria, for instance, has a predominantly male inheritance system where men inherit in almost 80% of the cases. Women are unaware that the law gives them equal inheritance rights with men. Worse still, they accept the current status-quo as a norm and do not attempt to challenge it. As a result, many are fearful of divorce because of the fear that they have nowhere to go.

Although decision- and policy-makers are trying to root out the gender-based violence, the process is rather slow largely because domestic abuse is part of the traditional patriarchal practice. In conservative societies women feel obliged to tolerate abusive behavior of their partners for the sake of family. In these societies domestic violence is a taboo subject – what happens at home stays at home. There are of course happy families where spouses treat each other with respect and love, but in these cases all credit must go to the family itself rather than to the government, law-enforcement or the society in general.Men in these families are usually more democratic and share modern views on marriage – violence against women is unacceptable for them. However, a majority of the general public continues to believe that in some cases domestic violence can be justified and that victims have no-one to blame but themselves. Such patriarchal attitudes are especially strong and widespread in the regions: 43% of the residents of rural communities (as opposed to 20% of urban dwellers) think that domestic violence is a private matter and 19% (vs. 7% in the urban centers) agree that women should tolerate abuse for the sake of family. Some religious leaders actually encourage such behavior by refusing to condemn the abusers and advising the victims to put up with their fate.

Recommendations and predictions

The government’s efforts and programs of local and international NGOs have led to a noticeable progress. In a 2009 study 78% of the female respondents thought that domestic violence was a private matter that concerned only a family. In 2017 only 33% were of the same opinion. Nevertheless, the government should do more and use the available resources more efficiently. Almost a dozen governmental agencies are responsible for dealing with domestic violence at present, including the police, the health care and education ministries, social services. But they are understaffed, underfunded and ill-equipped for the task and lack coordination. Too many structures are assigned the same role – to respond to domestic violence. Women are left visiting one organization after another to get help. More efficient tools are necessary to ease and streamline communication between the victims and first responders. It would be useful to merge all responsible services into one with a “single-window” concept so that women can easily find help without going from door to door. It is also important to recruit more female staff to these services. Numerous studies have shown that domestic violence victims have usually more trust in female rather than male police officers.  The problem is that while women in police uniforms are a common sight in big cities, most of the domestic violence cases are reported in rural communities where few women work in the police.

The low level of awareness is another serious problem, as women from traditional families are largely unaware of the rights they are legally entitled to. Access to information is therefore essential for women empowerment. However, women should not be the only target group of the awareness raising efforts. The constitution is a weak protection against an aggressive husband’s fists. Domestic violence awareness campaigns should engage men too. In this case the responsibility lies with the traditional society, which always favors men oven women because men are seen as earners, “the heads of the family”,who should be tough and in control and have the privilege to do what they want, even to use violence against other family members. The problem of domestic violence will be hard to solve until the public opinion stops being dominated by conservative-minded citizens.

There is still a long way to go in ending family violence. Nevertheless, some statistical data provide enough grounds for optimism. According to various polls, younger respondents are less likely to justify domestic violence than old adults. For instance, only 6% of the respondents from the 15-24 age group agreed that “a woman should tolerate abuse”, as opposed to 17% in the 55-64 group. It means that the anti-violence efforts are funneled in the right direction and the work should be maintained and supported.





​ ​
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის გლობალური ლიდერი, აპლიკაციაში კონტენტის შემქმნელებს შეახსენებს აუდიტორიის ნახვისა და დაკავშირების შესაძლებლობებს: მესენჯერში
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო. საქართველოს ბანკი ინდ მეწარმის სტატუსის მქონე მიკრო და მცირე მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიური, რეგულარული
სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, რუხის ციხეში ბავშვთა განვითარების ცენტრის "დობადონას" ორგანიზებით, სპექტაკლი გაიმართა.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2024
Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის გლობალური ლიდერი, აპლიკაციაში კონტენტის შემქმნელებს შეახსენებს აუდიტორიის ნახვისა და დაკავშირების შესაძლებლობებს: მესენჯერში
09 / ოქტომბერი 2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო. საქართველოს ბანკი ინდ მეწარმის სტატუსის მქონე მიკრო და მცირე მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიური, რეგულარული
09 / ოქტომბერი 2024
აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც ფაქტობრივი მისამართი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ აქვს, აცხადებს, რომ საარჩევნო სიაში არ იძებნება და შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 22 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.