სტატია
თურქეთი და შავი ზღვა
თურქეთს აქვს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გეოსტრატეგიული მდებარეობა მსოფლიოში. ამ საშუალო ზომის სახელმწიფოს უფრო დიდი გეოპოლიტიკური გრავიტაცია გააჩნია, ვიდრე ბევრ დიდ სახელმწიფოს. იგი ესაზღვრება ევროკავშირს, ისლამური სამყაროს ქვეყნებს (ირანი, ერაყი), კავკასიასა და რუსეთს. მას აქვს გასასვლელი შავ ზღვაზე, ხმელთაშუა ზღვაზე, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. თურქეთი არ უხრის თავს საბერძნეთს, ისრაელს, კვიპროსს და, ზოგადად, ევროკავშირს. კონკურენციას უწევს, რუსეთს ლიბიაში, სირიაში და ცენტრალურ აზიაში (თუმცა წარმატებით გაურბის ღია დაპირისპირებას). 2020 წლის შემოდგომიდან თურქეთი სრულიად გაიმართა წელში სამხრეთ კავკასიაშიც - ამ რეგიონში ბოლო საუკუნის განმავლობაში მნიშვნელოვანი გავლენები ჰქონდა რუსეთს, რომლის პოზიციები შესამჩნევად შეირყა 2008 წლის აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ.

სამხრეთ კავკასიაში თავისი გავლენის გაძლიერებას თურქეთი   ჯერ კიდევ 2008 წელს ცდილობდა. მაშინ მან ეს ვერ მოახერხა, მაგრამ ეს შესაძლებელი გახდა 2020 წლის ნოემბერში, როდესაც ანკარამ - პირველად დემონსტრაციულად - ყარაბაღის კონფლიქტში მხარი დაუჭირა ბაქოს, წარდგა რა მოსკოვის კონკურენტის როლში. ამ გადაწყვეტილების მიღებისას თურქეთმა შავი ზღვის კონტექსტიც გაითვალისწინა: ნატო მყარდება - თითქმის ყველა განცხადებაში ალიანსი ეხება შავი ზღვის უსაფრთხოების თემას. შავი ზღვის თითქმის ყველა სახელმწიფო ან ნატოს წევრია (თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი), ან მიილტვის ნატოს წევრობისკენ (უკრაინა, საქართველო). ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ცდილობს ხელი შეუშალოს ალიანსის გაძლიერებას შავ ზღვაში, არის რუსეთი.  2020 წლის ნოემბრის შემდეგ, როდესაც საომარი მოქმედებები დასრულდა მთიან ყარაბაღში, აშკარა გახდა, რომ ანკარას გავლენა შავი ზღვის რეგიონშიც გაიზრდებოდა. ამასთან ერთად, გაიზრდებოდა თურქეთის  კონკურენცია რუსეთთან.

მოსკოვი აშკარად გამოხატავს თავის ინტერესებს შავ ზღვაში.  2021 წლის ივნისში, როდესაც ბრიტანული ხომალდი Defender მიადგა ყირიმის სანაპიროებს, მოსკოვმა, რომელიც ნახევარკუნძულს თავის საკუთრებად თვლის, საკმაოდ მკაცრი რეაქცია გამოხატა - რუსმა სამხედროებმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნეს ხომალდს.  მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ყირიმი უკრაინას ეკუთვნის, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ კიევს შეუძლია, გადაწყვიტოს, რომელი ქვეყნის სამხედრო ხომალდებს აქვთ ნაოსნობის უფლება  ყირიმის ტერიტორიულ წყლებში, კრემლმა თავისი ქმედებით ცხადყო, რომ არ აპირებს დათმობას და ჩუმად ყოფნას, და, რომ  მზადაა, შეჯახებაზეც  წავიდეს - მათ შორის შეიარაღებულზეც. ეს და სხვა შემთხვევები ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთი "ნერვიულად სუნთქავს" შავ ზღვასთან მიმართებაში.

სტამბულის არხი ბოსფორის გვერდის ავლით

ყარაბაღის შემთხვევისგან განსხვავებით, სადაც საერთაშორისო გეოპოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვეოდა (მიუხედავად იმისა, რომ ჩართული იყო ორი უდიდესი სახელმწიფო, მაგრამ კონფლიქტი, ფაქტობრივად, რეგიონალური იყო), შავი ზღვის საკითხით, თურქეთისა და რუსეთის გარდა, დაინტერესებულნი არიან სხვა ქვეყნებიც, რომლებსაც გასასვლელი აქვთ  შავ ზღვაზე - პირველ რიგში, ეს ქვეყნებია ნატოს წევრი ქვეყნები(ბულგარეთი, რუმინეთი) და ნატოსკენ მიმავალი ქვეყნები (საქართველო, უკრაინა).

აქ გათვალისწინებული უნდა იყოს ერთი მნიშვნელოვანი მომენტი – თურქეთი „შავი ზღვის გასაღების“ ერთგვარი მცველია. ის აკონტროლებს ბოსფორს, რომელიც აკავშირებს ხმელთაშუა და შავ ზღვებს. დაახლოებით 90 წელია, ბოსფორზე სამხედრო გემების მოძრაობა რეგულირდება მონტრეს კონვენციით (მიღებული 1936 წელს). კონვენციის მიხედვით,  თურქეთი ერთპიროვნულად აკონტროლებს სამხედრო გემების მოძრაობას ბოსფორისა და დარდანელის გავლით. თუმცა, მონტრეს კონვენცია აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს ტვირთის ტიპზე, რაოდენობასა და სხვა კრიტერიუმებზე. მაგალითად, იმ ქვეყნების ხომალდებს, რომლებსაც არ აქვთ შავ ზღვაზე გასასვლელი, იქ დარჩენა შეუძლიათ არაუმეტეს 21 დღისა, ხოლო წყალქვეშა ნავებსა და ავიამზიდებს საერთოდ ეკრძალებათ სრუტეების გავლა.

წელს ანკარამ გამოაცხადა ამბიციური პროექტი, რომელსაც უკვე "საუკუნის პროექტი" უწოდეს. ბოსფორის პარალელურად, თურქეთი მეორე არხის - სტამბულის არხის აშენებას აპირებს. ახალი არხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს რეგიონში არსებულ ძალთა ბალანსს. პირველ რიგში, ის შექმნის ახალ სავაჭრო გზას. და მეორეც, გაჩნდება კითხვა, როგორ დარეგულირდება მასში სამხედრო გემების მოძრაობა - მონტრეს კონვენციით თუ გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციით? ერდოღანმა უკვე მიანიშნა, რომ მონტრეს კონვენცია არ გავრცელდება ახალ არხზე.

ბოსფორის გავლით ყოველწლიურად განსაზღვრული ტიპის 40 ათასზე მეტი გემი გადის, ახალ არხს  კი შეეძლება თითქმის ნებისმიერი ტიპისა და ზომის გემების მიღება შეზღუდვების გარეშე. ახალი არხი მნიშვნელოვნად გაზრდის თურქეთის რესურსებს. როდესაც ის მუშაობას დაიწყებს (სავარაუდოდ, მისი მშენებლობა 2028 წლისთვის დასრულდება), ანკარა პრაქტიკულად ერთპიროვნულად დაარეგულირებს გემების მოძრაობას და სავაჭრო ნაკადებს, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა გახდება შავი ზღვის „ბატონი“.

როგორ დასრულდება საზღვაო დაპირისპირება თურქეთსა და რუსეთს შორის, ეს დამოკიდებულია შავი ზღვის ქვეყნების გადაწყვეტილებაზე. მათ მოუწევთ არჩევანის გაკეთება - მხარი დაუჭირონ რუსეთს, მხარი დაუჭირონ თურქეთს თუ ნეიტრალური პოზიცია დაიკავონ. ეს ქვეყნები ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმში არიან და არ ჩქარობენ არხის პროექტზე კომენტარის გაკეთებას. ზოგი არხის დასრულებას ელოდება. ზოგიერთი  ექსპერტი გამოთქვამს ეჭვს, უნდა იყოს თუ არა ახალი შემოვლითი გზა - ასეთი მასშტაბური მშენებლობა მოითხოვს უზარმაზარ ფინანსურ რესურსებს, ერდოღანს დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის გაღება მოუწევს.

თუმცა, ნატოს ქვეყნები, სავარაუდოდ, თურქეთის მხარეს დაიჭერენ - თუ საჯაროდ არა, დუმილის ფორმით მაინც. თუ რუმინეთი და ბულგარეთი რუსეთის გავლენის შეკავებას დიპლომატიური ფორმებით ცდილობენ, მაშინ საქართველოსა და უკრაინას, როგორც რუსული აგრესიის მსხვერპლს, შეუძლიათ რუსეთთან უფრო ღიად დაპირისპირება. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველო? ვფიქრობ, პასუხი ნათელია, ვინაიდან, სამწუხაროდ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ამ საკითხში საკმარისად მკაფიო არ არის. იმ სიტუაციებში, როდესაც საჭიროა პოზიციის მკაფიოდ განსაზღვრა, საქართველოს ხელისუფლება ნეიტრალურ პოზიციას იკავებს. ვფიქრობ, ოფიციალურმა თბილისმა ცალსახად და მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს თურქეთის მხარდაჭერა შავი ზღვის რეგიონში. ჯერჯერობით ერთი რამ ცხადია - უახლოეს წლებში რეგიონში საინტერესო პროცესები განვითარდება. შეძლებს თუ არა ანკარა შავი ზღვის ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვებას და პოზიციების გაძლიერებას? გაძლიერდება თუ არა ნატო შავი ზღვის აუზში? რა მოხდება საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლით? ყველა ეს კითხვა ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მათზე პასუხები უახლოეს 5-10 წელიწადში უნდა მივიღოთ.

პაატა ზაქარეიშვილი


Турция и Черное море

Турция имеет одно из самых интересных геостратегических положений в мире. Государство, которое имеет сравнительно небольшую территорию, обладает более высокой геополитической гравитацией, чем многие, более крупные государства. Она граничит с Евросоюзом, со странами исламского мира (Иран, Ирак), с Кавказом и Россией. Имеет выходы к Черному морю, Средиземноморью, на Ближний Восток и северную Африку. Турция заявляет о себе давно – она не церемонится с Грецией, Кипром и, в целом, с ЕС, соперничает с Израилем, жестко конкурирует с Россией в Ливии и Сирии (хотя открытого противостояния успешно избегает). В сентябре-ноябре 2020 года Турция выпрямилась в полный рост и на Южном Кавказе – в этом регионе долгие годы доминировала Россия, позиции которой после августовской грузино-российской войны 2008 года заметно пошатнулись.

Свое присутствие на Южном Кавказе Турция пыталась «застолбить» еще в 2008 году. Тогда это не удалось, однако удалось в ноябре 2020 года, когда Анкара – впервые демонстративно – поддержала Баку в карабахском конфликте, выступив конкурентом Москвы. Принимая это решение, Турция учла и черноморский контекст: НАТО усиливается – чуть ли не в каждом заявлении альянс касается темы безопасности на Черном море. Почти все государства Черного моря либо входят в НАТО (Турция, Румыния, Болгария), либо стремятся туда (Украина, Грузия). Единственное государство, которое пытается не допустить усиления альянса в Черном море – Россия. После ноября 2020 года, когда боевые действия в Нагорном Карабахе завершились, стало очевидно, что влияние Анкары будет возрастать и в черноморском регионе, вместе с ним будет возрастать и молчаливое противостояние Турции и России.

Москва отчетливо демонстрирует свои интересы на Черном море. Когда в июне 2021 года британский военный корабль «Дефендер» подплыл к берегам Крыма, Москва, которая считает полуостров своим, довольно жестко отреагировала – российские военные открыли предупредительный огонь по курсу эсминца. Несмотря на то, что, согласно международному праву, Крым принадлежит Украине, а значит, только Киев может решать, военные корабли какой страны имеют право плавать в территориальных водах Крыма, Кремль дал понять, что не собирается уступать и отмалчиваться, а готов идти на столкновение – в том числе, вооруженное. Эти и другие случаи ясно показывают, что Россия «неровно дышит» по отношению к Черному морю.

Стамбульский канал в обход Босфору

В отличие от кейса Карабаха, где международные геополитические интересы не пересекались (хотя и были вовлечены два крупнейших государства, но конфликт был, по сути, региональным), в черноморском кейсе заинтересованы, кроме Турции и России, и другие страны, имеющие выход к Черному морю – в первую очередь, члены НАТО (Болгария, Румыния) и страны, стремящиеся в НАТО (Грузия, Украина).

Тут следует учесть важный момент. Турция – своего рода хранитель ключей Черного моря. Она контролирует Босфор, соединяющий Средиземное и Черное моря. Движение военных кораблей по Босфору уже около 90 лет регулируется конвенцией Монтрё (принята в 1936 году). По ней Турция единолично контролирует движение военных судов через Босфор и Дарданеллы. Однако Монтрё устанавливает некоторые ограничения по типу, тоннажу и другим критериям. Например, военные суда стран, не имеющих выхода к Черному морю, могут находиться там не более 21 суток, а подводным лодкам и авианосцам проходить через проливы вообще запрещено. В этом году Анкара анонсировала грандиозный проект, который уже назвали «проектом века». Параллельно Босфорскому Турция собирается строить второй канал – Стамбульский. Новый канал поставит под сомнение сложившийся баланс сил в регионе. Во-первых, он создаст новый торговый маршрут. А во-вторых, встанет вопрос, как будет регулироваться движение военных судов по нему – конвенцией Монтрё или Конвенцией ООН по морскому праву? Эрдоган уже намекнул, что конвенция Монтрё не будет распространяться на новый канал.

Через Босфор ежегодно проплывает более 40 тысяч судов определенного типа, новый канал сможет принимать суда почти любого типа и размера без ограничений. Новый канал многократно увеличит ресурсы Турции. Когда он заработает (ожидается, что его строительство завершится к 2028 году), Анкара будет практически единолично регулировать движение кораблей и товаропотоков, а это означает, что страна станет «властелином» Черного моря.
Чем завершится морское противостояние между Турцией и Россией, зависит от того, какое решение примут черноморские страны. Им предстоит сделать выбор – поддержать Россию, поддержать Турцию или занять нейтральную позицию. Пока они выжидают и не спешат комментировать проект канала. Некоторые ждут, пока канал достроится. Ряд экспертов высказывает сомнения, быть ли новому обходному пути – подобное масштабное строительство требует огромных финансовых средств, Эрдогану предстоит достать около $20 млрд.

Однако скорее всего, страны НАТО встанут на сторону Турции – если не публично, то негласно. Если Румыния и Болгария пытаются сдерживать влияние России дипломатическими формами, то Грузия и Украина как пострадавшие от российской агрессии могут позволить себе более открыто противостоять России. Какое решение примет Грузия? Думаю, ответ ясен, но грузинская внешняя политика, к сожалению, не всегда достаточно ясна. В ситуациях, когда нужно четко обозначать позицию, Грузия долго отмалчивается, а потом занимает нейтральную позицию. Между тем официальному Тбилиси следовало бы однозначно и четко заявить поддержку Турции в черноморском регионе. Пока же ясно одно – в ближайшие годы в регионе будут происходить интересные процессы. Сможет ли Анкара заручиться поддержкой черноморских стран и укрепить свои позиции? Усилиться ли НАТО в черноморском бассейне? Что будет со вступлением Грузии и Украины в североатлантический альянс? Все эти вопросы взаимосвязаны. Ответы на них мы получим в ближайшие 5-10 лет.

Паата Закареишвили


Turkey and the Black Sea

By Paata Zakareishvili


Turkey is located in one of the most interesting geostrategic places on the world map. Even though the country occupies a relatively small territory, the force of its geopolitical gravity is stronger than that of many other, even bigger nations. It borders European Union, Muslim countries (Iran, Iraq), Caucasus and Russia. It has access to the Black Sea, Mediterranean, Middle East and Northern Africa. Turkey has long asserted its position as a key player in the global politics. It tries to be tough with the neighboring Greece, Cyprus and even EU, competes with Israel and is embroiled in a bitter rivalry with Russia in Libya and Syria (though it has been able to avoid a direct conflict with Moscow so far). In September-November 2020 Turkey took on a prominent role in the South Caucasus after the Russian-Georgian 2008 war eroded the Russian influence in the region once dominated by Russia.

Turkey attempted to gain a foothold in the South Caucasus as early as in 2008 but with little success. Things were completely different in November 2020 when Ankara openly and demonstratively backed Azerbaijan in the Karabakh conflict in what was widely seen as a direct challenge to Moscow. Turkey has apparently taken into consideration the Black Sea context when deciding to engage in the regional politics. NATO is increasing its presence in the area – almost every recent NATO statement includes an explicit acknowledgement of the importance of ensuring security in the Black Sea region. Most of the Black Sea countries are either NATO members (Turkey, Romania, Bulgaria) or aspiring to join (Ukraine, Georgia). Russia is the only country determined to keep NATO at bay and out of the Black Sea. There is little doubt that Ankara’s influence will only grow in the region in the wake of Azerbaijan’s victory in the November 2020 Karabakh war, and so will simmering tensions between Turkey and Russia.

Moscow is very assertive about its interests in the Black Sea. When a British warship, HMS Defender, sailed some 12 miles off the Crimean cost in June 2021, Moscow, which considers Crimea its territory, responded with force – a Russian patrol ship fired warning shots and a jet dropped bombs in the path of the warship. This happened despite the fact that under the international law Crimea is a Ukrainian territory and, therefore, only Kiev can decide which warships are allowed to sail in Crimean waters. But the Kremlin’s message was loud and clear – Russia is not going to give up and give in, and is ready for direct confrontation, even a military conflict. This and other similar incidents show that Russia is very sensitive to what is going on in and around the Black Sea.

The Istanbul canal to bypass Bosporus

While international geopolitical interests were not at play in the Karabakh war (despite the involvement of two major world powers, it was essentially a regional conflict), the Black Sea case is different, as it represents the intersection of many countries’ interests. Apart from Russia and Turkey, NATO members (Bulgaria, Romania) and aspirant countries (Ukraine, Georgia) all have a stake in the region. One important aspect needs to be taken into consideration. Turkey holds the key to the Black Sea as it controls the Bosporus and Dardanelles Straits, the only natural waterways to connect Mediterranean and the Black Sea. For the last 90 years the transit of naval warships through the Bosporus and Dardanelles Straits has been regulated by Montreux Convention, which gives Turkey full control over the Straits. However, the convention limits the number, tonnage and weaponry of the transiting military ships and imposes some other restrictions. For instance, warships from non-Black Sea powers can stay in the sea for no longer than 21 days, while submarines and aircraft carriers are banned from transiting altogether.

Ankara has recently announced a grandiose plan, dubbed “the project of the century”, to build an artificial sea-level waterway, Istanbul Canal, connecting the Black Sea to the Sea of Marmara. The new waterway, which will run nearly parallel to the Bosporus, will certainly challenge the current balance of forces in the region. Firstly, it will create a new trade route. Secondly, it will pose a dilemma – should the transit of naval ships through the canal be regulated by Montreux Convention or UN Convention on the Law of the Sea? Recep Tayyip Erdoğan, the president of Turkey, has already hinted that the new waterway won’t be subject to Montreux Convention. More than 40 thousand ships sail through the Bosporus every year, but their tonnage and other parameters are strictly regulated. In contrast, the new canal will be open for any vessel without limitations. The new waterway will give a significant boost to Turkey’s resources. After the canal becomes operational (it is expected to open in 2028) Ankara will actually have full autonomy to control the passage of warships from the Black Sea to Mediterranean and vice versa. In other words, Turkey will become the “Lord of the Black Sea”.

The outcome of the Russian-Turkish naval confrontation depends largely on what the Black Sea countries will decide to do. They need to make a choice – support Russia, back Turkey, or adopt a neutral position. So far they have preferred to sit on the fence and refrain from commenting on the project. Some of them have apparently decided to wait and see until the canal is completed. But some experts have serious doubts as to whether the new waterway will be built at all, pointing to its enormous costs – Turkey will have to raise almost 20 billion USD for the project. NATO countries are more likely to support – perhaps tacitly – their fellow NATO member, Turkey. While Romania and Bulgaria prefer to use diplomatic tools to counter the Russian influence, Georgia and Ukraine – both victims of the Russian aggression – can respond to Moscow’s policy in a more decisive manner. What should Georgia do? Although the answer is clear, Georgian foreign policy is often vague and hard to understand. When the time comes for the country to take a stand, Tbilisi often remains silent for a while and then opts for a neutral stance. The Georgian leadership should openly express their unequivocal and strong support for Turkey in the Black Sea area. One thing is clear at present – the region will see some quite interesting processes in the coming years. Will Ankara be able to secure the support of the Black Sea countries and reinforce its positions? Will NATO become more active in the region? Will Georgia and Ukraine get a real chance to join the alliance? All these questions are interconnected. The answers will come in the next 5-10 years.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
13 / დეკემბერი 2024
ცოტა ხნის წინ, ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრი, თენგიზ ქოჩუა სამართალდამცავებმა დააკავეს, რასაც თვითმხილველების თქმით, წინ შელაპარკება უსწრებდა.
13 / დეკემბერი 2024
ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ რუსეთში მცხოვრები აფხაზი სტუდენტების რუსეთის ფედერაციის სამხედრო გაწვევის კომისარიატებში რეგისტრაციის მოთხოვნებზე ისაუბრა.
13 / დეკემბერი 2024
18 წლის ცოტნე გოგია, რამდენიმე წელია, სხვადასხვა მოკლევადიან და გრძელვადიან გაცვლით პროგრამაში მონაწილეობს. ამჟამად, ის „ევროპის სოლიდარობის კორპუსის“ პროგრამით ნიდერლანდებში იმყოფება და გეგმავს, ერთი წლის
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.