სტატია
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას სკოლებში ქართული ტრადიციებისა და ევროპული ღირებულებების "ურთიერთმიმართების პრობლემაზე" საუბარი სურს
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორი გიორგი ფიფია ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრებს წერილობით მიმართავს და წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ სკოლებთან შუამდგომლობას სთხოვს. დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ ნებართვის შემთხვევაში, აღნიშნული ცენტრის ორგანიზებით, ეპარქიის სამღვდელოება საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან "საგანმანათლებლო და შემეცნებით საუბრებს" ჩაატარებს, რომელთა მიზნებს შორისაა "ანალიტიკური აზროვნების, შემოქმედებითი უნარების, ქრისტიანული, ეროვნული და საკაცობრიო იდეალების განვითარება, ცხოვრებისეული გამოწვევების მიმართ სწორი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, თავისუფალ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაა". საუბრების ერთ-ერთ თემად კი დასახელებულია "ევროპული ღირებულებებისა და ქართული ტრადიციების ურთიერთმიმართების პრობლემა".

საზოგადოებას აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ სოციალურ ქსელში ენმ-ის წევრმა და საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ, მაია კალანდიამ მოუწოდა. სწორედ მან გაავრცელა ცენტრის განცხადების ტექსტიც.

"ცენტრი, რომელიც სარგებლობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით (აღნიშნული ფართის გადაცემის სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი), ითხოვს, სკოლებში შესვლას შემდეგი მიზნით, რომ სკოლის მოსწავლეებს განუვითაროს ანალიტიკური აზროვნება, შემოქმედებითი უნარები, ქრისტიანული, ეროვნული და საკაცობრიო იდეალები. მიზნების მისაღწევად, ეს არ ვიცი რა კომპეტენციის ხალხი, სკოლის მოსწავლეებთან შემეცნებითი საუბრების გამართვას აპირებს შემდეგ თემაზე: ევროპული ღირებულებებისა და ქართული ტრადიციების ურთიერთმიმართების პრობლემა! ჩემი ღრმა რწმენით, დოკუმენტი შედგენილია მხოლოდ ამ მიზნით და საინტერესოა, რა პრობლემაა და სად ვიჭედებით ევროპულ ღირებულებებთან?! ჰიბრიდული ომის ნაწილია ეს წერილი, აშკარად!", - წერს დეპუტატი.

რადიო "ათინათი" ეპარქიის შესაბამის ცენტრს დაუკავშირდა. კითხვაზე, თუ რა კონკრეტული პრობლემები არსებობს ევროპულ ღირებულებებსა და ქართულ ტრადიციებს შორის, ცენტრის დირექტორი გიორგი ფიფია გვეუბნება, რომ თემები ცენტრის სხვა მასწავლებლებთან ერთად შეარჩიეს, თუმცა კონკრეტულ საკითხზე არ საუბრობს.

"ზოგადად განვავრცობთ, რაც ვხვდებით, რომ პრობლემურია, დადებითია, - ზოგად შეფასებას ვაკეთებთ. არ ვუთითებთ რამეს კონკრეტულად, რჩევა, დარიგება, კონსულტაცია არის ეს და ა.შ. მოსწავლე-ახალგაზრდებში ხომ არის გარკვეულწილად ის, რომ ქართული ტრადიცია ნაკლებად იციან. კონკრეტულად ვერ მიგითითებთ და ვერ გაგცემთ პასუხს (რა პრობლემებია), მაგრამ საერთო არის ეს და ვინც მოწვეული იქნებიან სტუმრები ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი გაანალიზებენ. ვთქვათ, შეიძლება ქართულ ტრადიციას ეწინააღმდეგებოდეს ევროპული ღირებულებები და მათი ტრადიციები. განვავრცობთ, რა არის პრობლემური და რა არა, რაც უშლის ხელს ან რას არ უშლის. ჩვენი ქართულის, ისტორიის, კულტურის კათედრის მასწავლებლები, 5-6 კაცი ვართ - ჯგუფურად შერჩეული თემებია", - გვითხრა გიორგი ფიფიამ და დასძინა, რომ ჯერ არცერთი სკოლისგან არ მიუღიათ შესაბამისი ნებართვა.

რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ უკვე გადაუგზავნა ცენტრის წერილი ზუგდიდის სკოლების დირექტორებს, თუმცა, ამბობს, რომ ცენტრთან თანამშრომლობის გადაწყვეტილება სასწავლო დაწესებულებებმა თავადვე უნდა მიიღონ. კითხვაზე, ხედავს თუ არა გარკვეულ რისკებს მოზარდებთან შეხვედრებზე მსგავსი თემატიკის საუბრებში, გვპასუხობს, რომ  მოსწავლეები ამას თავადვე გააანალიზებენ.

"გადაწყვეტს სკოლის დირექცია, ითანამშრომლებენ თუ არა. რა თქმა უნდა, ბავშვებს აქვს ანალიზის უნარი, ანალიტიკურად აზროვნებას ვასწავლით და თვითონ გაანალიზებენ, ალბათ, მაგრამ უფრო მიმართულია, რომ ჩვენ ვენდოთ პედაგოგებს და სკოლის ადმინისტრაციას. სკოლა როგორც გადაწყვეტს, ისე იქნება", - თქვა ბულიამ.

გავესაუბრეთ სკოლის დირექტორებსაც. პირველი სკოლის დირექტორი ნინო ბულია ამბობს, რომ სასურველია, შეხვედრები ჯერ მასწავლებლებთან გაიმართოს, რათა განისაზღვროს მათი მოსწავლეებთან ჩატარების საჭიროება. 

"მასწავლებლებთან ვთქვათ, უფრო მისაღებია, თუ შეხვდებიან და იქ გაირკვევა მერე, იქნება თუ არა ეს სასურველი შეხვედრა მოსწავლეებთან. მასწავლებლებისთვის თუ მისაღები იქნა, ფორმა, საკითხი, რაც იქნება განხილული", - ამბობს დირექტორი.

"წინააღმდეგი რატომ უნდა ვიყოთ? არ ვიცი, რა არის მათი მიზანი და მოტივი, მაგრამ გააჩნია, როგორი კუთხით წარიმართება, შედარება რომ გააკეთოს ადამიანმა, რატომ შეიძლება იყოს მიუღებელი? დამაფიქრა იმან, რა არის მოტივი, შეიძლება, გარკვეული სიფრთხილე იყოს საჭირო, მშობლებთან შეთანხმება", - თქვა რუხის სკოლის ხელმძღვანელმა გოგი თოდუამ.

ჯერჯერობით, უცნობია, მიიღებს თუ არა სკოლებისგან თანხმობას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი ან როდის და რა ფორმით ჩატარება დაგეგმილი ლექციები.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მარტი 2024
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ყოვლად უკანონო და მიუღებელია.
18 / მარტი 2024
„სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი", - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
18 / მარტი 2024
წალენჯიხის მერიის საფინანსო სამსახურის თანამშრომლის ირაკლი ეგიას მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულოსხმობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« მარტი 2024 »»
26272829 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 8 °C
img
სოხუმი 7 °C
img
ფოთი 10 °C
img
მესტია -3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.