აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 15 თებერვალს ჩატარებული რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომელთა თანახმად, ხმები ასე გადანაწილდა:
ადგილობრივი დროით 18:00 საათის მონაცემებით, აფხაზეთის ვადამდელ “საპრეზიდენტო” არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 55% შეადგინა (79019 ადამიანი), - ამის შესახებ თვითაღიარებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დიმიტრი მარშანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ამდენად, არჩევნები შედგა.
სოხუმში აცხადებენ, რომ „საპრეზიდენტო“ არჩევნებისთვის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 152 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამავე ცნობით, 5 თებერვლის მონაცემებით, საარჩევნო სიაში 135 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული.
სოხუმში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კირიენკო. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის რუსეთის მთავრობაში აფხაზური მიმართულების კურატორად დაინიშნა.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ ღია წერილით მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს.
აფხაზ ოპოზიციონერსა და ბიზნესმენს, ლევან მიქაას, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა, ამის შესახებ რუსული ტელეგრამის არხები იუწყებიან უსაფრთხოების ძალების წყაროებზე დაყრდნობით.
სოხუმში აცხადებენ, რომ „საპრეზიდენტო“ არჩევნებს 70 - მდე საერთაშორისო დამკვირვებელი დაესწრება. ამის შესახებ ე.წ. ცესკო - ს თავმჯდომარემ დიმიტრი მარშანმა „აფსნიპრესს“ განუცხადა.
აფხაზური ოპოზიციის „საპრეზიდენტო“ კანდიდატის, ადგურ არძინბას შტაბის აგიტატორზე თავდასხმის გამო, გაგრის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური ხაგუშის გადადგომა მოითხოვეს. ინფორმაციას ტელეგრამის არხი RESPUBLICA ავრცელებდა.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა საპრეზიდენტო არჩევნებში საინიციატივო ჯგუფის წინადადებით იყრის კენჭს. ამის შესახებ დე ფაქტო ცესკომ TASS-ს განუცხადა.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.