ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩეული პრეზიდენტი, ბადრა გუნბა საქართველოს შესახებ ამბობს, რომ „ადრე თუ გვიან, მეზობლებს მოუწევთ მიიღონ რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით“.
ტელეგრამის არხების თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტრომომარაგება აღუდგა, ამავე ცნობით, ფსოუზე მომხდარი ავარიული გათიშვის გამოს, ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, „დასავლეთის რაიონებს და სოხუმს“.
რუსეთის პრეზიდენტი ოკუპირებული აფხაზეთის არჩეულ „პრეზიდენტს“ შეხვდა. ვლადიმირ პუტინმა ბადრა გუნბას ე.წ. არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მის შედეგს "კარგი" უწოდა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოთხშაბათს ოკუპირებული აფხაზეთის არჩეულ „პრეზიდენტს“ ბადრა გუნბას შეხვდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
რუსეთმა, შესაძლოა, ელექტროენერგიის გაზრდილი მოცულობა მიაწოდოს აფხაზეთს, ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის ე.წ. სამინისტროს ხელმძღვანელმა ჯანსუხ ნანბამ განაცხადა, „მინისტრთა კაბინეტის“ სხდომაზე რომელსაც „პრეზიდენტი“ ბადრა გუნბა ხელმძღვანელობდა, წერს „აფსნიპრესი“.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ოფიციალურად მიიღებენ დადგენილებას და ბათილად გამოაცხადებენ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს.
2 მარტიდან აფხაზეთიდან რუსეთში მიმოზის მიწოდება განახლდა. “აფსნიპრესის“ თანახმად, „როსსელხოზნადზორმა“ გამოაცხადა რუსეთში ამ საკარანტინო პროდუქტის იმპორტზე შეზღუდვების მოხსნის შესახებ, „აფხაზეთის მცენარეთა სახელმწიფო საკარანტინო ინსპექციის გარანტიით“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბადრა გუნბას აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის "საპრეზიდენტო" არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, წერს "აფსადგილ ინფო".
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.