სამეგრელო - ზემო სვანეთის რწმუნებული აშშ-ს ელჩს შეხვდა; 130 ახალი შემთხვევა ერთ დღეში - სამეგრელოში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ მაღალია; ვაქცინირებული პირებისთვის შესაძლოა "კომენდანტის საათი" გაუქმდეს, - ამ და სხვა ამბებს მოისმნეთ მთავარ გამოშვებაში.
3-12 მაისის ჩათვლით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს - სადღესასწაულო დღეებში კი სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება; მამაზე ძალადობის ბრალდებით ზუგდიდში ქალი დააკავეს; ზუგდიდში მაღაზიიდან ნისიების რვეული მოიპარეს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდის მე-5 სკოლის ერთი კლასი სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა; სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 20 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა; ჯოხარ დუდაევის ხსოვნას ზუგდიდში პატივი მიაგეს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდში ავარიის შედეგად 2 ქალი დაშავდა;სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 267 პირი მკურნალობს, 15 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა; შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს დონორია და მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, როდესაც ვიხილავთ რეფორმების გაღრმავებას, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ თავარ გამოშვებაში.
სამეგრელო-ზემო სვანეთში 27 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა; ხაიშში პოლიციელის ცემისთვის დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ; დღეიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული საქართველოს მოქალაქეები კარანტინს აღარ გაივლიან, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
თბილისში, ბანკს ზუგდიდელი მამაკაცი დაესხა; აფხაზეთში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა; 27 აპრილიდან ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დაიწყება, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ზუგდიდში კორონავირუსის 119 შემთხვევა გამოვლინდა; მანდატების დათმობას არ ვაპირებთ, - განუცხადა ჟურნალისტებს ალექსანდრე მოწერელიამ; ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სოლიდარობის გამოსაცხადებლად უკრაინაში ჩავიდნენ, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
ოკუპირებულ ტერიტორიებიდან გადმოსულები 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად ტესტირებას დაექვემდევარებიან; სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 120 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა; რუსეთის მიერ დაწესებული ლიმიტის გამო, აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები ამოქმედდა, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
სამეგრელოში კორონავირუსის 161 შემთხვევა დადასტურდა; ზუგდიდის მოსწავლე - ახალგაზრდობის განვითარების სასახლე 19 აპრილამდე არ იმუშავებს; ნიკა მელია პატიმრობაში დატოვეს, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
დადიანების მუზეუმი კორონავირუსის გამო დროებით დაიხურა; ალექსანდრე ანქვაბი მოვალეობების შესრულებას დაუბრუნდა; Bloomberg - ის ცნობით მსოფლიოში ვაქცინების 781 მილიონამდე დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 5%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი, - ამ და სხვა ამბებს მოისმენთ მთავარ გამოშვებაში.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სხვა რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.