თეგი : რადიო ათინათი
სტატიები
შუადღის სტუმარი - ირაკლი ჯიქია
შუადღის სტუმარი - ირაკლი ჯიქია
{{ARTICLEIMAGE}}რადიო ,,ათინათის'' შუადღის ეთერის სტუმარი იყო ახალგაზრდული მუშაკი- ირაკლი ჯიქია.
სრულად
შუადღის სტუმარი - დემეტრე ლიპარტია
შუადღის სტუმარი - დემეტრე ლიპარტია
რადიო ,,ათინათის'' შუადღის ეთერის სტუმარი იყო - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი, ტრენერი დემეტრე ლიპარტია.
სრულად
28 ნოემბერი
28 ნოემბერი
გალის მცხოვრები: საზღვარი ყველასთვის გახსნილია, ზუგდიდში მანქანის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ზუგდიდელმა დეპუტატებმა "ევროპული საქართველოდან" პარლამენტის კომიტეტები დატოვეს - ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით მთავარ გამოშვებაში
სრულად
„გალ ტვ“ რადიო „ათინათის“ მიერ გავრცელებულ კადრებს გამოეხმაურა
„გალ ტვ“ რადიო „ათინათის“ მიერ გავრცელებულ კადრებს გამოეხმაურა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოქმედი მედია საშუალება „გალ ტვ“ რადიო „ათინათის“ მიერ მომზადებულ მასალას

გამოეხმაურა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ დასტირის მავთულხლართებით ორად გაყოფილი სამგლოვიარო პროცესია მიცვალებულს ოტობაია - ორსანტიას გამყოფ ხაზთან.

მათი თქმით, საზღვრისპირა რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემას საქართველოს ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს „ აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვართან“.

მათივე განცხადებით, ქართული მედიასაშუალებები ახორციელებენ პროვოკაციულ აქციებს, რომლებშიც ისინი „სახელმწიფო საზღვარზე მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაში ბრალს სდებენ აფხაზურ მხარეს, მაშინ როდესაც ადამინისტრაციულ საზრვარზე მიმოსვლას დე ფაქტო რესპუბლიკაში მიღებული „კანონი სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ არეგულირებს.

„მეორეს მხრივ, იმის გამო, რომ ქართული მხარე არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, საქართველოს მოქალაქეებს ეზღუდებათ აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვრის კვეთა მოქმედი საკონტროლო გამშვები პუნქტების შემოვლით“, - წერს „გალ ტვ“ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

აფხაზეთის დე - ფაქტო ხელისუფლებამ ხურჩა-ნაბაკევისა და ოტობაია–ორსანტიას გამშვები პუნქტები 2017 წლის 5 მარტს დახურა. ეს გადაწყვეტილება სოხუმში 2016 წლის 28 დეკემბერს მიიღეს. მას შემდეგ აფხაზეთში მიმოსვლა მხოლოდ ენგურზე მდებარე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით არის შესაძლებელი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა მოქალქეებს დროებითი ბინადრობის მოწმობით ან გარკვეული თანხის გადაიხდის სანაცვლოდ შეუძლიათ.


ამავე თემაზე: 

მინისტრი: „ათინათის“ მიერ გავრცელებული კადრები არაადამიანური მოპყრობის ღია მაგალითია

ვახტანგ ყოლბაია ოტობაია-ორსანტიას ხიდთან სამგლოვიარო პროცესიის გამართვის ფაქტს გამოეხმაურა

კადრები გაღმა ნაპირიდან - მავთულხლართით გაყოფილი სამგლოვიარო პროცესია

მავთულხლართით გაყოფილი სამგლოვიარო პროცესია - მიცვალებული აფხაზეთში სამეგრელოდან დაიტირეს (ფოტო-ვიდეო)
სრულად
მედიამონიტორინგი: რადიო „ათინათმა“ საპრეზიდენტო არჩევნები ნეიტრალურად გააშუქა
მედიამონიტორინგი: რადიო „ათინათმა“ საპრეზიდენტო არჩევნები ნეიტრალურად გააშუქა
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურების მედიამონიტორინგის საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდა, რომელმაც ტელევიზიების, ონლაინ გამოცემების, რადიოებისა და
სრულად
ასოციაცია "ათინათი" 23 წლის გახდა
ასოციაცია "ათინათი" 23 წლის გახდა
ასოციაცია "ათინათი" 1995 წელს შეიქმნა. ის პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია იყო ქალაქ ზუგდიდში და ორ ათეულ წელზე მეტია, რაც წარმატებით ფუნქციონირებს.
სრულად
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
აფხაზეთში პალმების გადასარჩენად კამპანია დაიწყო, ზუგდიდის საოლქო კომისია საჩივრების განხილვას დღეს დაიწყებს - ეს და სხვა ამბები უფრო დაწვრილებით

სრულად
რადიო "ათინათის" რესპოდენტების საახალწლო კურიოზები (ვიდეო)
რადიო "ათინათის" რესპოდენტების საახალწლო კურიოზები (ვიდეო)
კადრს მიღმა დარჩენილი კურიოზები - რა ხდება მაშინ, როცა ჟურნალისტები რესპოდენტებს იწერენ. რადიო "ათინათი" გთავაზობთ კადრებს, რომელიც ჩვენს
სრულად
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
დღის სიახლეები
29 / იანვარი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია აფხაზეთში დაცულ უნიკალურ საახალწლო რიტუალზე ხიჩხუამაზე, იგივე ხეჩხუამაზე.
22 / იანვარი 2026
19 იანვარს მართლმადიდებელი ქრისტიანები აღნიშნავენ ნათლისღებას .
15 / იანვარი 2026
ძველ საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წლის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა, თუმცა საბოლოოდ იანვარში დამკვიდრდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.