ახალი ამბები
საგარეო უწყება: Tok Tok - ზე არსებული ხარვეზი აღმოფხრვილია, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები დამოუკიდებელ ერთეულებად არ მოიხსენებიან
სოციალურმა მედია პლატფორმამ Tik Tok - მა გაასწორა შეცდომა და ახლა აპლიკაციაში აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები არ არიან მითითებული, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. მაისის დასაწყისში ქართველმა ინტერნეტ - მომხმარებლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ Tik Tok - ზე დარეგისტრირების დროს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მითითებული იყო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნები.  საგარეო უწყებამ და ჩინეთში საქართველოს საელჩომ ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაიწყეს ამ საკითხზე მუშაობა.

"გაიმართა შეხვედრები თბილისსა და პეკინში. მათ შორის, ჩვენი ელჩი ჩინეთში შეხვდა კომპანიის ხელმძღვანელობას. აღნიშნული ხარვეზის გამო მათ ბოდიში მოიხადეს და პირობა მოგვცეს, რომ მალევე გამოასწორებდნენ შეცდომას", — ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის რეაგირებს ცალკეული სუბიექტების და ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიების ფაქტებზე.

"არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც საგარეო უწყების მუშაობის შედეგად, სხვადასხვა საიტზე შეიცვალა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გამოყენებული არასწორი დეფინიცია", - აცხადებენ უწყებაში.

Tik Tok სოციალურ პლატფორმაა, რომელზეც მოკლე ვიდეორგოლების დამზადება და გამოქვეყნებაა შესაძლებლი. ის 2015 წელს ჩინურმა კომპანია ByteDance -მა ჩაუშვა.






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პოლიკარპე ხუბულავას სახელობის მეგრული ფოლკლორის IV საერთაშორისო ფესტივალი ,,კოლხი და...“ გალა კონცერტით დასრულდა.
მერის სტიპენდიაზე განცხადებების მიღება დაიწყო.
პოლიკარპე ხუბულავას სახელობის მეგრული ფოლკლორის IV საერთაშორისო ფესტივალი ,,კოლხი და...“ ჯიხაშკარში, მის მშობლიურ სოფელში გაიმართა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / ივლისი 2024
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდაზე
18 / ივლისი 2024
სვანეთში, სოფელ ეცერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწა ჩამოიშალა, რის გამოც გზა რამდენიმე საათი ჩაკეტილი იყო.
17 / ივლისი 2024
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX), 30 წელზე მეტია, რაც ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება საქართველოში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
04 / ივლისი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 28 °C
img
სოხუმი 26 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.