ახალი ამბები
"ათინათი" აცხადებს მიღებას ციტრუსოვანი, სუბტროპიკული და კენკროვანი კულტურების წარმოების სასწავლო კურსზე
"ათინათი" ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის "უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის - SECTORs" ფარგლებში, აცხადებს მსურველთა მიღებას "ციტრუსოვანი, სუბტროპიკული და კენკროვანი კულტურების წარმოება" მოსამზადებელ სასწავლო კურსზე. ორგანიზაციის ინფორმაციით, კურსში მონაწილეობა ზუგდიდის, სენაკისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ კანდიდატებს შეეძლებათ.

მოკლევადიან სასწავლო კურსში ჩართული პირები გაივლიან როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლების 50 საათიან კურსს, რომელსაც სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის (ADA) ექსპერტები გაუძღვებიან.

მოსამზადებელი კურსის გავლის შემდგომ მონაწილეებს ექნებათ შემდეგი უნარები:

● ნიადაგის შერჩევა-მომზადება და პლანტაციისათვის განსაზღვრული ნიადაგის დამუშავება - ნიადაგის მომზადება პლანტაციის გასაშენებლად;

● ნერგის დასარგავად მომზადება და დარგვის გავრცელებული სქემები, წესები და მეთოდები

● ნარგავების წამლობათა რეკომენდებული ტაბულები;

● ვარჯის ფორმირება;

● კულტურების გაშენება/მოვლა-მოყვანა;

● მცენარეთა დაცვითი ღონისძიებების გატარება;

● მოსავლის აღების ოპტიმალური ვადები და წესები, მოსავლის აღების შემდგომი ნიადაგის მოვლის ღონისძიებები.


მონაწილეები უნდა მიეკუთვნებოდნენ ქვემოთ მოცემულ სამიზნე კატეგორიას:

● საშუალო განათლების მქონე 35 წლამდე ახალგაზრდები - რომლებმაც ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ვერ შეძლეს უმაღლესი ან პროფესიული განათლების მიღება და მიეკუთვნებიან რომელიმე მოწყვლად კატეგორიას (სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფნი ან დაბალშემოსავლიანი ოჯახები, ყოფილი მიგრანტი, ყოფილი პატიმარი ან პრობაციონერი და ა.შ.);

● განათლების მიღმა მყოფი 35 წლამდე ახალგაზრდები - არასრული საშუალო განათლების მქონენი ან რომლებმაც მიატოვეს სკოლა საბაზო საფეხურზე;

● უმაღლესი განათლების მქონე 35 წლამდე სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდები- დაბალშემოსავლიანი ოჯახის წევრი;

● ქალები - ეკონომიკური და სოციალური სირთულეების წინაშე მდგომნი (ასაკი შეუზღუდავია).

● მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ქალთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მონაწილეობას (ამ უკანასკნელის შემთხვევაში მოხდება მათი უნარებისა და შესაძლებლობების გათვალისწინება და თანხვედრის უზრუნველყოფა პროექტის ფარგლებში შეთავაზებულ სასწავლო და დასაქმების პროგრამებთან) სამიზნე ყველა რეგიონში.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ქვემოთ მოცემული ბმულის საშუალებით 2022 წლის 25 მარტის ჩათვლით.

სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/RZKeFA2ftEpnXwYG9

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

Tel: 571 53 88 28


პროექტი "უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის" (SECTORS) დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და "ათინათთან" პარტნიორობით.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
25 / აპრილი 2024
ქალაქ ფოთის საკრებულოს დღევანდელი სხდომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ახალის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
25 / აპრილი 2024
აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია ვარაუდობს, რომ დასავლეთი სანქციებს დაუწესებს რუსული ავიაკომპანიებს, რომლებიც სოხუმის აეროპორტში იფრენენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 32 °C
img
სოხუმი 28 °C
img
ფოთი 28 °C
img
მესტია 18 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.