პოლიტიკა
როგორ აისახება რუსული გაზის იმპორტი აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე
აშშ-ის საგარეო პოლიტიკის საბჭოში მიიჩნევენ, რომ რუსეთიდან გაზის იმპორტი აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება. 

ამის შესახებ საბჭოს ექსპერტმა სტივენ ბლანკმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.

ექსპერტი ირანიდან ან რუსეთიდან გაზის იმპორტის მიზეზს ვერ ხედავს იმ ფონზე, როცა აზერბაიჯანი საქართველოს გაზს საჭირო რაოდენობით აწვდის.

"ეს არის პოლიტიკა, რომელსაც პირადი და არა საზოგადოებრივი სარგებელი აქვს. ეს ძირს უთხრის საქართველოს შესაძლებლობებს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს. ეს უარყოფითად აისახება აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე", - აცხადებს ბლანკი.

ცნობისთვის, ირანიდან ბუნებრივი აირის შემოტანის შესახებ ინფორმაცია მედიით გავრცელდა. აღნიშნულს ენერეგტიკის სამინისტროში გამოეხმაურნენ. როგორც უწყებაში განმარტეს, ამ ეტაპზე ირანთან კონკრეტული შეთანხმება არ არსებობს.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, ირანული გაზის შემოტანის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსური ვალდებულებები "გაზპრომთან" ექნება, რადგან გაზსადენი, რომლითაც ირანიდან საქართველოს სომხეთის გავლით, გაზი უნდა მოეწოდოს, რუსულ კომპანიას ეკუთვნის.

გარდა ამისა, მედიით გავრცელდა ინფორმაცია 27 დეკემბერს ციურიხში ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესა და "გაზპრომის" წარმომადგენელ ელენა ბურმისტროვას შორის გამართული შეხვედრის შესახებაც. აღნიშნულთან დაკავშირებით ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.