ახალი ამბები
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ალავიძეს მაია ცქიტიშვილი ცვლის
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ზურაბ ალავიძეს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი შეცვლის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ზურაბ ალავიძე კერძო სექტორში ბრუნდება.

„რამდენიმე დღის წინ მან მომმართა თხოვნით კერძო სექტორში დაბრუნების შესახებ. მე დამჭირდა რამდენიმე დღე, რომ დამეყოლიებინა დარჩენაზე, მაგრამ ვერ შევძელი, ამიტომ მომიწია მისი თხოვნის დაკმაყოფილება“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილის შეფასებით, ზურაბ ალავიძე წარმატებული მინისტრი იყო, რომელმაც ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელების საქმეში დიდი წვლილი შეიტანა. პრემიერმა ალავიძეს მადლობა გადაუხადა, რის შემდეგაც მინისტრის თანამდებობაზე ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი წარადგინა.

„დარწმუნებული ვარ, მაია იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი, დარწმუნებული ვარ სივრცითი განვითარების კუთხით ვიხილავთ ძალიან ბევრ წარმატებას“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
24 / სექტემბერი 2025
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
22 / სექტემბერი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი , ნიკოსეული სასახლე მასპინძლობს , სახელოვანი ქართველი რეჟისორის ,რესპუბლიკის დამსახურებული არტისტისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატ მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
26 / სექტემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.