ზუგდიდიდან სხვა ქალაქებში მგზავრობა არ გაძვირებულა (ვიდეო)
15:17 / 08.06.2020
ზუგდიდიდან სხვა ქალაქებში, მათ შორის, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მგზავრობა არ გაძვირებულა. მძღოლების თქმით, მათ თითო-ოროლა მგზავრი ჰყავთ,
თუმცა მუშაობის შეწყვეტას არ აპირებენ. მათ იმედი აქვთ, რომ მგზავრთა ნაკადი თანდათან მოიმატებს და მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებიან. „თბილისის მიმართულებით ამ წუთს გავდივართ, სულ 4 მგზავრი მყავს, თუმცა ხალხს უნდა მოემსახურო, აბა რა ვქნათ? დღეს პირველი დღეა და მოლოდინიც არ გვქონდა უკეთესი, ვფიქრობ ყველაფერი თანდათან კალაპოტში ჩადგება“, - გვითხრა თბილისი-ზუგდიდის მარშრუტზე მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლმა.
მარტვილიდან ზუგდიდში ერთი მგზავრი წამოიყვანა გულადი რუხაიამ და უკანა რეისზეც ერთი მოქალაქე მიჰყავს. ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს იცავს, აქვს სადეზინფექციო ხსნარი და პირბადის გარეშე მგზავრებსაც არ წაიყვანს.
„სამი თვე ვიყავით სახლში, დღეს გამოგვიშვეს. ერთი კაცი მოვიყვანე, ერთი მიმყავს, ვნახოთ რა იქნება მომავალში, შეიძლება სულ გავჩერდეთ, მაგრამ იმედი გვაქვს მგზავრები მალე გვეყოლება“, - ამბობს მძღოლი.
დღეიდან მიკრო ავტობუსებითა და ავტობუსებით მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა დასაშვებია. მგზავრებს ტრანსპორტში რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. მათ შორის მთავარი რეკომენდაციაა, რომ ტრანსპორტის მგზავრებმა ატარონ პირბადე.
საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის პანდემიის გამო, საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვები 24 მარტს დაწესდა.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები