აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით ენგურის ხიდი ცალმხრივად დროებით გახსნეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას მოქალაქეები 22, 23 და 24 ივნისს, დილის 9 საათიდან საღამოს 19 საათამდე შეძლებენ.
მანამდე, მათ ქართულ საგუშაგოსთან რიგში ჩადგომა და საველე ჰოსპიტალში თერმოსკრინინგის გავლა უწევთ. ამის შემდეგ, აფხაზეთში გადამსვლელებმა დაახლოებით, 1.5 კმ ფეხით უნდა გაიარონ, რადგან ხიდზე ტრანსპორტი პანდემიის გამო არ მოძრაობს. ადმინისტრაციულ საზღვართან მოსული მოქალაქეების უმეტესობა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ისინი ოკუპირებული ტერიტორიიდან ძირითადად სამკურნალო მიზნებით გადმოვიდნენ, შემდეგ კი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო უკან დაბრუნება ვერ მოახერხეს.
„აქედან არ მიმაქვს არანაირი საბუთი, მაქვს იქაური პასპორტი, რომლითაც გადავდივარ, მიმყავს ბავშვები. იქ მძიმე მდგომარეობაა ეკონომიური, მიმაქვს ყველაფერი, განსაკუთრებით წამლები“, - გვითხრა ერთ-ერთმა ქალმა. მოქალაქეების თქმით, შეზღუდვის მოხსნის შესახებ მათ მედიით შეიტყვეს.
„ხელი მქონდა მოტეხილი და იმიტომ ვიყავი გადმოსული, ყველაფერი ნორმალურად, გავიარე შემოწმება და გადავდივარ ახლა“, - ამბობს მიმოზა კიკალია. გამყოფ ხაზთან მყოფი მოქალაქეების ნაწილი კი ხიდთან ოჯახის წევრებთან პირველადი საჭიროების მედიკამენტების, პროდუქტის ან ტანსაცმლის გასაგზავნად მივიდა.
„ავტობუსს ველოდები, გასაგზავნი მაქვს რაღაცეები, ჩარჩენილები არიან ჩემი მშობლები კორონავირუსის გამო...“, - გვითხრა ახალგაზრდა მამაკაცმა. ინფორმაციისთვის, ენგურის ხიდზე მოძრაობა ორივე მიმართულებით 27 თებერვლიდან შეიზღუდა. აფხაზურმა მხარემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
26 მაისიდან სოხუმმა ცალმხრივად,რამდენიმე დღით გახსნა ენგურის ხიდი, რომელიც პანდემიის მიზეზით ჩაკეტა. ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქართულ კლინიკებში მკურნალობდნენ, უკან დაბრუნების საშუალება მიეცათ.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები