სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 23 პირს დაუდასტურდა
10:58 / 06.03.2021
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 19 737 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 355 ახალი შემთხვევა.
აქედან 23 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 272 617-ს.
ვირუსისგან განიკურნა კიდევ 91 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 266 344-მდე.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 2 680 აქტიური შემთხვევიდან 1 387 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.
კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 3 567 პირი ემსხვერპლა.
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო. საქართველოს ბანკი ინდ მეწარმის სტატუსის მქონე მიკრო და მცირე მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიური, რეგულარული
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს "კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა"-ს დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდა.
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირის ნაწილი, რომელიც უკვე მეორე დღეა გადაკეტილია, 16 ოქტომბერს 18:00 საათამდე გაიხსნება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ზუგდიდის მერიის პრესსამსახურში უთხრეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები